19/06/23564 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი ნიკა გვარამიას საქმეზე - როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ივანიშვილის დავალებით და სამწუხაროდ, უბრალოდ საუბრობს და მოქმედებაში არ აისახება, იგივე ხდება სასამართლოშიც

გაუგონარი, წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა , - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
„გაუგონარი, წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ თურმე მეუღლეს კომპანიიდან მისი ავტომობილი ათხოვეს. აქ ცინიზმის მწვერვალი და ცხადია არანაირი გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია არც პირველ ინსტანციაში, არც სააპელაციოში და არც უზენაესში არ მიუღიათ გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსმა ოლიგარქმა - ბიძინა ივანიშვილმა, რომლის პირადი ტყვეც გახლავთ ნიკა გვარამია და ის იმიტომ არის პატიმრობაში, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში ჰქონდა უამრავი პრობლემა და ცხადია ესეთ ადამიანებს ასეთი ფორმით იშორებს რუსი ოლიგარქი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ვთქვათ, რომ არავის არ გაჰკვირვებია მარტივი მიზეზით, როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის დავალებით და ჩვენდა სამწუხაროდ ხანდახან უბრალოდ საუბრობს და მოქმედებაში ეს არ აისახება, იგივენაირად ხდება სასამართლოშიც, როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი, ხოლო უბრალოდ ქაღალდზე წერს ე.წ. მოსამართლეთა დასანქცირებული ბანდფორმირების წარმომადგენელი”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA