31/05/23393 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კალაძე - პირველ რიგში, ევროპულმა ქვეყნებმა შეწყვიტონ ყველანაირი კავშირი რუსეთთან, რომლებმაც 2022 წელი მასთან ყოველდღიურად, მილიარდი დოლარის სავაჭრო ურთიერთობებით დახურეს - ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის კაცო?

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ სანქციებს მივუერთდებით, ამით დავაზარალებთ რუსეთის ეკონომიკას - ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე, ამით დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებზე და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებზე გადის.
„რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკას, ჩვენი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებზე გადის. როდესაც საუბარი სანქციების მიერთება-არმიერთებაზე იყო, გამოვედით და პირდაპირ ვთქვით და ეს არ დაგვიმალავს, რომ სანქციებს არ და ვერ ვუერთდებით. რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება? მივიღეთ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს ვატარებთ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ სანქციებს მივუერთდებით, ამით დავაზარალებთ რუსეთის ეკონომიკას. მე არ მჯერა ამის. ყველა გონიერი ადამიანი, ვინც აზროვნებს, მიხვდება, რომ შეუძლებელია რუსული ეკონომიკა დავანგრიოთ იმით, თუ მაგალითად: ქართული ღვინო, წყალი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რუსულ ბაზარზე არ გავა, ჩავკეტავთ და სანქციებს დავაწესებთ. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე, ამით დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას. პარალელურად უნდა მოვძებნოთ და ვიმუშაოთ სხვა გზებზეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ დღეს იმაზე, რისი საშუალებაც და შესაძლებლობა გვაქვს. ყველაზე მთავარია, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა იმიტომ, რომ მშვიდობის შენარჩუნება ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და განვითარება მოხდეს.
პირველ რიგში, იმ (ევროპულმა) ქვეყნებმა გადადგან ნაბიჯი და ყველანაირი კავშირი შეწყვიტონ, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ყოველდღიურად მილიარდი დოლარის სავაჭრო ურთიერთობებით დახურეს 2022 წელი ევროპულმა ქვეყნებმა. ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის კაცო? ამოიღეთ ინფორმაცია და ნახეთ. ნახეთ, სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს და რუსეთს შორის და მერე შეადარეთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის, თუნდაც ამერიკას შორის ან ნებისმიერ ქვეყანას შორის“, - განაცხადა კალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY