30/05/23612 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

სამადაშვილი: ვინმე თუ ფიქრობდა, რომ უნდა მივიღოთ სტატუსი, დღეს ღარიბაშვილმა გადაარწმუნა

 სალომე სამადაშვილი ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმაურება, სადაც პრემიერმინისტრმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.
სამადაშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ "ვინმე თუ ფიქრობდა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა მათგანი წარმატებით გადაარწმუნა".
"ჩვენი ქვეყნისთვის საუბედუროდ, ამ ქვეყანას დღეს ჰყავს მთავრობა და პრემიერმინისტრი, რომელმაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი გამოიყენა იმისთვის, რომ ვინმე თუ კიდევ უშვებდა, განიხილავდა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან წარმატებით დაარწმუნა და გადაარწმუნა ყველა ასეთი ადამიანი, რომ ამ ხელისუფლების რეალური დღის წესრიგი არ არის არანაირი ინტეგრაცია არც ევროკავშირში, არც NATO-ში. ეს არის ფორუმი, სადაც მთავარი თემა არის უკრაინის გამარჯვება, სადაც საუბარი მიდის მხოლოდ იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს დასავლეთმა იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმი დამარცხდეს, ამ ფორუმზე გამოვიდა ღარიბაშვილი და ისაუბრა რუსეთის პროპაგანდისტული გზავნილებით...", - განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, ფორუმის ორგანიზატორებში იყო აზრთა სხვადასხვაობა, უნდა დაეთმოთ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილისთვის ტრიბუნა, თუმცა ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ, "ყველა დარწმუნდა, რომ ცუდი იდეა იყო მისი ფორუმზე მოწვევა".
"მე ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა ამის შემდეგ, რომ, რა თქმა უნდა, ახლა სრულიად სხვანაირად აფასებენ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ბევრი ადამიანი შეიძლება ვერ ხედავდა, რომ ღარიბაშვილისა და ოცნების სახით ვლადიმერ პუტინს ჰყავს მოკავშირე ხელისუფლება, მათ შორის, ამ ფორუმის ორგანიზატორებშიც აზრთა სხვადასხვაობა იყო, შეიძლებოდა თუ არა ღარიბაშვილისთვის დათმობა ტრიბუნის, გარკვეული ადამიანები სკეპტიკურად უყურებდნენ ამას, ახლა ყველა დარწმუნდა, რომ ცუდი იდეა იყო ღარიბაშვილის აქ მოწვევა", - თქვა სამადაშვილმა.
***
ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.
"ყველამ იცის მგონი მიზეზი [...] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. [...] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.
უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა. 
გასული წლის 5 მარტს პუტინმა თქვა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდებოდა.
"გესმით, რა შეიძლებოდა ამას გამოეწვია [NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას]? ან შეიძლება ჯერ კიდევ გამოიწვიოს? თუ ეს NATO-ს ქვეყანაა, ამ ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ალიანსის ყველა სხვა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში", - თქვა პუტინმა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ