30/05/23365 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონმა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ახალი გზავნილი შესთავაზა: თურმე, უკრაინაში ომის მიზეზი არის ნატო-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გახდეს ნატოს წევრი და რომ არა ეს სურვილი, ომი არ მოხდებოდა. ეს ასე არ არის!
საქართველოშიც და უკრაინაშიც რუსეთის შეჭრის მთავარი მიზეზია პუტინის სურვილი, აღადგინოს რუსეთის იმპერია და ქართველებსა და უკრაინელებს მოუსპოს ისტორიული სწრაფვა, ააშენონ თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფოები და იზრუნონ თავიანთი ხალხის განვითარებაზე.
ამავე პერიოდში, ბატონმა ივანიშვილმა „შემოაგდო“ ნეიტრალიტეტის თემა - რომ თუ ნეიტრალურები ვიქნებით, საქართველოში ომი არ დაიწყება. ზუსტად ვიცი, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები: გაიმართება თეატრალური წარმოდგენა, როგორიც უკვე ვიხილეთ, მაგალითად, „გარეჯი საქართველოა“, „2017 წელს ზღაპრულად ვიცხოვრებთ“ და სხვა ამდაგვარი. შემდეგ დაიწყება საუბარი, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გზით შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ. „ქოცების“ პროპაგანდა შემოგვთავაზებს, რომ რუსეთი ამაში არც ისე ბევრს ითხოვს - მაგალითად, პატარა სამხედრო ნაწილის განლაგებას საქართველოში, ან ერთობლივი კონტრტერორისტული ცენტრის დაფუძნებას ჩვენს ტერიტორიაზე.
ეს სცენარი, ფაქტობრივად, საქართველოს სრული ოკუპაციაა და ბატონი ივანიშვილი ამაზე წავა, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ხელისუფლება და საქართველო რუსეთს მიჰყიდოს. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველოში ომი გარდაუვალია და თუ ომი გაჩაღდა, მეც ქართველი ხალხის რიგებში ვიქნები.
ვის შორის იქნება ომი?! რუსეთის მიერ მხარდაჭერილ „ქოც-ბანდას“ (ვგულისხმობ „ქოცლიდერებს“ და მათ „ზონდერებს“ და არა „ოცნების“ ამომრჩეველს) და ქართველ ხალხს შორის. ვფიქრობ, ივანიშვილი თავს გაქცევით უშველის, „ქოცბანდა“ და მათი „ზონდებრიგადები“ კი განადგურდებიან.
ამ ანალიზს ვაქვეყნებ იმედით, რომ ზემოაღნიშნული სცენარი არ განვითარდება და ივანიშვილის, თავისი არალეგიტიმური „რუსული ოცნებით“, ჭკუა ეყოფა, შეეშვას ოკუპანტთან კეკლუცს. რუსეთი არაფერს დაგვითმობს და ამ კეკლუც-კეკლუცში გადაგვყლაპავს, რისი სურვილიც ქართველი ხალხის 90 %-ს არ გააჩნია.
ჩვენ 30 წელია მივდივართ ევროპისა და ნატო-სკენ და ჩვენი ხალხი ამ გზიდან არ გადაუხვევს, ხოლო ვინც ამ სურვილს შეეწინააღმდეგება, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY