28/05/23418 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ALDE-ს რეზოლუცია - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რუსეთთან „ფლირტი” ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების პროაქტიური გაღრმავებით - შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“, მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებთან რუსული ავიაციის მიმართ. ფხიზლად იყოს პოტენციურ მცდელობებთან მიმართებით, რათა არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება, ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ წარდგენილ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საგანგებო რეზოლუციაში, რომელსაც ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა (ALDE) მხარი დაუჭირა.
ამასთან, რეზოლუციაში მოწოდებაა მმართველი პარტიის მისამართით, რომ შეწყვიტოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის არშესრულებით და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით. შეწყვიტოს რუსეთთან ფლირტი მასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების პროაქტიური გაღრმავებით. შეწყვიტოს ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანია. შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ ლაზარე გრიგორიადისი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საგანგებო რეზოლუცია ადასტურებს:
მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.
მტკიცე მხარდაჭერას რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ევროკომისიის მიერ დადგენილ 12 რეკომენდაციის შესრულების შემდგომ.
რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს:
2022 წლის 28 თებერვალს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება (CFSP) 2022/335, რომელითაც შეიცვალა გადაწყვეტილება 2014/512/CFSP. შედეგად, დააწესდა შემზღუდავი ზომები, რომლებიც ევროკავშირის საჰაერო სივრცის რაიმე ფორმით გამოყენებას უკრძალავს რუსულ ავია გადამზიდებს, რუსეთში რეგისტრირებულ ნებისმიერ თვითმფრინავს, ნებისმიერ არარუსულ თვითმფრინავს, რომელიც ეკუთვნის რუსეთის მოქალაქეს ან რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ორგანოს ან დაწესებულებას ან სხვაგვარად კონტროლდება მათ მიერ.
რეზოლუციაში მწუხარება არის გამოთქმული, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ რუსული ავიახაზებისთვის ნებართვის გაცემის შესახებ, რათა განახორციელონ ყოველდღიური ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის. ქართველი ჩინოვნიკების განცხადებებზე სადაც ისინი, დასავლეთსა და ევროპულ ინსტიტუტებს ადანაშაულებენ თითქოს მათ სურთ საქართველოს „ჩათრიონ“ ომში, რითაც ძირს უთხრიან ევროკავშირის იმიჯს საზოგადოების თვალში და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც მხოლოდ რუსეთის მთავრობას ეხმარება. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გადაწვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში შესვლის უფლება მიეცათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის-სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დასავლური სანქციების ქვეშ არიან. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
რეზოლუციის ქართულ თარგმანს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ