24/05/23652 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ერთადერთი გზით შეიძლება გაირკვეს - თუ და მაშინ, როცა დაამტკიცებს, რომ არ იმსახურებს ამ ხელისუფლებას" | ნიკა გვარამია

"ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ერთადერთი გზით შეიძლება გაირკვეს - თუ და მაშინ, როცა დაამტკიცებს, რომ არ იმსახურებს ამ ხელისუფლებას", - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაშია აღნიშნული. 
განცხადება სრულად:
ლავროვის ოჯახი ვეღარსად ვეღარ დადის და დროის სატარებლად საქართველოში ჩამოდის. თავად ლავროვი ვეღარსად ვეღარ დადის და მის ნაცვლად რუსეთის მესიჯებს ახმოვანებს ღარიბაშვილი არა რუსეთის ტრადიციული სატელიტები - შუა აზია, სომხეთი ან სხვა, არამედ საქართველოს პრემიერი.
ღარიბაშვილის ტექსტები კატარში იყო სრული კატასტროფა, სრული - ყოველი სიტყვა. 
არც რუსული კანონი, არც ფრენების აღდგენა, არც პოლიტპატიმრები ან სხვა არ არის მიახლოებით თანაზომადიც კი იმ უმძიმეს, ღიად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან, რასაც ღარიბაშვილი საერთაშორისო ფორუმებზე სჩადის. ის აკეთებს იმას, რასაც გააკეთებდა ლუკაშენკო, სადმე რომ იწვევდნენ სასაუბროდ. დღეს საქართველო არის დასავლურად შეფუთული ბელარუსი (ჯერ კიდევ დასავლურად შეფუთული). საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა - ბელოგრუზიაა. 
ამიტომაც, ვფიქრობ, უნდა გავძლოთ და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თუ რა დასავლურ სტატუსებს, (მიტინგების მეშვეობით მოპოვებული, სპორტული გამარჯვებებით როგორი მნიშვნელობითაც არ უნდა იყოს) და სოციოლოგიური კვლევების აღმაფრთოვანებელი შედეგებით არ წყდება და ეს სამართლიანიცაა, რადგან ხალხი იმსახურებს ევროპას, თუ ევროპას ის, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში მოიპოვებს. ამ საკითხის სხვაგვარი განმარტება არის არაგულწრფელობა საკუთარ ხალხთან და ევროპის მოტყუება და მასთან ვაჭრობა. ნუ გადავაქცევთ სტატუსს სპორტულ ინტერესად, გულზე დასაკიდებელ მედლად, ეს არ არის აზარტის საკითხი, ეს სამართლიანობის და რაციონალურობის საკითხია. 
თუ ევროპელობა გვინდა, თავად უნდა შევძლოთ, ამ საკითხს მივუდგეთ ევროპული წესიერებით, მორალური სიცხადით, ბრძოლისუნარიანობით და თანმიმდევრულობით. ამავე პრინციპებზე უნდა ავაგოთ საკუთარი შეფასებები და განცხადებებიც. 
გინდა ქვეყნის შიგნით, გინდა ქვეყნის გარეთ, ყველაფერი, რაც მორალურად ბუნდოვანია, სამართლიანობას მოკლებულია, რაციონალურობის ჩარჩოდან გასულია, აძლიერებს არსებულ სტატუს-კვოს, სიცოცხლეს უხანგრძლივებს მას. და რა გინდა რა მედლები არ უნდა დაგვკიდონ გულზე, სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, დასავლურ ოჯახს ვშორდებით, თავისუფალი ვარდნის რეჟიმში.
ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ერთადერთი გზით შეიძლება გაირკვეს - თუ და მაშინ, როცა დაამტკიცებს, რომ არ იმსახურებს ამ ხელისუფლებას, - წერს ნიკა გვარამია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY