19/05/23418 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი ვახტანგ გომელაურს - მთავარი „მოლოტოვის კოქტეილი“ თქვენ ესროლეთ ხალხსაც და კონსტიტუციასაც - რამდენმა პოლიციელმა უნდა გამხილოთ, რომელიც მექსიკის გავლით წავიდა ამერიკაში, პოლიციაში არსებულ უბედურებაზე

სამწუხარო რა არის იცით, რომ პრემიერ-მინისტრს ბერა ანტონის ეძახის, თქვენ ჭუკის გეძახით, ეს არის ტრაგედია. მე ვწუხვარ ამის გამო. კი არ მიხარია, რომ ასეთი ეპითეტებით მოგიხსენებთ ბერა საუბარში, ხან ანტონის ხან ჭუკად. მე ვწუხვარ ამის გამო. გამიხარდებოდა ნორმალური შს მინისტრი რომ ჰყავდეს საქართველოს და იცავდეს არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის’ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.
ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე საუბრით მიმართა შს მინისტრს, მათ შორის ისაუბრა 7-8 მარტის აქციებზე.
„მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს აქციის მონაწილეებმაო, ქვები ისროლეს და ხელკეტებს უშვერდნენ პოლიციასო და ამასობაში, დაგავიწყდათ, რომ მთავარი „მოლოტოვის კოქტეილი“ თქვენ ესროლეთ ხალხსაც და კონსტიტუციასაც, როდესაც ანტიკონსტიტუციური, რუსული კანონი გამოიტანეთ კრემლის დავალებით. დიახ, ასეთი წარმოდგენა აქვს ხალხს, რომ კრემლის დავალებით მიეცით ხმა და ეს რატომ გწყინთ ან ბრაზობთ, რა, არ გითხრეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ეს არის რუსული კანონი და არ გაფრთხილებდათ საზოგადოება, რომ არ მიიღოთ ეს რუსული კანონი? ამასობაში პოლიციელებს ეფარებით და თქვენ გგონიათ, რომ პოლიციელი ხართ? ანუ პოლიციელის სახელით ლაპარაკობთ და „აი, დიდი მადლობა პოლიციელებს“. პოლიციელების პრობლემები გაინტერესებთ, მათი 80% ხელფას ანგარიშზე რომ ტოვებს იმიტომ, რომ ბანკის სესხებს ვერ იხდიან და თქვენ, ნახევარი მილიონი თქვენი ოჯახის წევრის ქორწილში დახარჯეთ. მილიონი იშოვეთ. წინაზე რომ გკითხეთ თქვენი ნათელ-მირონის შესახებ, „ბეთ ლაივში“ რომ წილი აჩუქეს, სამშენებლო კომპანია რომ აქვს და მილიონერი გახდა ამაზე რა პასუხი გაეცით საზოგადოებას?
ჩემთვის, ლექსო ლაშქარავას შემდეგ თქვენ აღარ ხართ შს მინისტრი არც მორალურად, არც პოლიტიკურად და არც საქმიანად. თქვენ იმის უფლება აღარ გქონდათ, რომ მას შემდეგ როცა თქვენ წააქეზეთ და დიახ, თქვენ უკეთებდით კორიდორებს იმ ადამიანებს, ასე გამეტებით რომ ეცემათ ეს ადამიანი და სიკვდილამდე მიეყვანათ, ამის შემდეგ თქვენ აღარ ხართ მინისტრი“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, გომელაურის მოადგილემ, რომელსაც სუს-ში მაღალი თანამდებობა ჰქონდა ჩაბარებული, გომელაური ამხილა იმაში, რომ მას „საქართველოში ჩუმად რუსი გენერლები შემოჰყავდა და რესტორანში პატიჟებდა“.
„თუ ტყუილია გამოიძიეთ ეს საკითხი. ამის შემდეგ თქვენ როგორ ხართ მინისტრი, ან როგორ არ გადადექით, ან როგორ არ დაინტერესდა გამოძიება. რა გაცინებთ, თქვენმა მოადგილემ არ გამხილათ? სასაცილოა? თქვენს ადგილას ვიტირებდი. უბედურ დღეში ხართ, თქვენმა მოადგილემ ხელი დაგადოთ, რომ რუს გენერლებთან კრემლში კონკრეტულ კორუფციულ საქმეს ალაგებდით. ჩუმად გადადიოდით და გადმოდიოდით, გენერლები გადაგყავდათ და გადმოგყავდათ. ამას არ აკეთებდით? თუ არ აკეთებდით, რაღაც გამოძიება არის თუ ლამაზ თვალებზე უნდა გენდოთ, აი, გომელაური ამას არ იზამდა. მე მგონია, რომ მეტის გამკეთებელიც ხართ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა მოსკოვი-თბილისს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას, რომელიც მისივე თქმით, სჭირდება სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ახდენს საქართველოს ოკუპაციას, ფრენებს კი, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება.
„რისთვის უნდათ ეს ფრენები - ორი დღის წინ ნიუსი იყო, რომ სომხეთში თურმე საქართველოს გავლით ერთი ტონა კოკაინი მოხვდა. ბატონო მინისტრო, არ ვიცი, მინისტრო კი არა, ბიძინას წარმომადგენელო, ბიძინას ეზოში რომ ვინმე შეგპაროდათ, გაპატიებდათ? ბიძინას ეზოში რომ ვინმე შეგპაროდათ თანამდებობაზე დაგტოვებდათ? და ეს ქვეყანა დერეფნად, შავი ფულის ხვრელად რომ აქციეთ.. კი, ეს ფრენები პუტინს სჭირდება იმისთვის, რომ სწრაფად ჩაიტანოს შავი ფული და სწრაფად ჩამოიტანოს სანქცირებული ოქრო. თქვენ ამის ეჭვი არ გაქვთ, თუ გჯერათ, რომ კეთილშობილია პუტინი და ამას ქართველი ხალხის გამო აკეთებს" ,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ამერიკაში მექსიკის გავლით წასული პოლიციელები ამხელენ შს მინისტრს.
„რამდენმა პოლიციელმა უნდა გამხილოთ, რომელიც მექსიკის გავლით წავიდა ამერიკაში, პოლიციაში არსებულ უბედურებაზე, მათ გაჭირვებაზე, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაზე, რამდენმა პოლიციელმა უნდა გამხილოთ, რომ თქვენ არხეინად წამოკოტრიალებული არ იყოთ თანამდებობაზე, როდის შეიძლება, რომ დადგეს თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი?“-განაცხადა ხაბეიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York