19/05/23497 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე - ისინი ამბობენ, რომ რუსეთი უნდა დაიყოს ათეულობით მცირე სახელმწიფოდ, რათა შემდეგ დაემორჩილოს მათ ნებას - უჭკუოებს არ ესმით, რომ მრავალეროვნება რუსეთს აძლიერებს

დასავლეთმა თითქმის მთელი თავისი არსენალი მიმართა რუსეთის წინააღმდეგ და სურს მისი ათეულობით ნაწილად დაყოფა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეთნიკურ ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთზე, რუსულ საზოგადოებაზე აგრესიული გარე ზეწოლა ხდება და მიმდინარეობს ძლიერი ანტირუსული პროპაგანდა.
მანვე ასევე აღნიშნა, რომ თავს დაესხნენ რუსეთის ისტორიას, კულტურას, სულიერ ფასეულობებს.
„დასავლეთი ასევე ცდილობს სოლის ჩარჭობას ხალხთა ძმობაში“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ოპონენტები მის სუსტ წერტილად ქვეყნის მრავალეროვნებას მიიჩნევენ და რუსეთში მცხოვრები ხალხის დაყოფას აპირებენ.
„მოწინააღმდეგეები აწყობენ პროვოკაციებს ეროვნულ თემებში, თავხედურად აცხადებენ, რომ აუცილებელია დეკოლონიზაცია. ისინი ამბობენ, რომ რუსეთი უნდა დაიყოს ათეულობით მცირე სახელმწიფო ერთეულად, რათა შემდეგ დაემორჩილოს მათ ნებას და გამოიყენოს ისინი საკუთარი ეგოისტური ინტერესებისთვის,“- განაცხადა მან.
პუტინმა აღნიშნა, რომ უჭკუოებს არ ესმით, რომ ქვეყნის მრავალეროვნება აძლიერებს რუსეთს და ყველა პროვოკაციების შედეგად ერთიანობა მხოლოდ ძლიერდება.
კრემლის ლიდერმა ისაუბრა ასევე იმაზე, რომ ახალი სუბიექტების რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის სტრატეგიაში კორექტირება უნდა მოხდეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რეგიონები ასევე მრავალეროვნულია - რუსებისა და უკრაინელების გარდა, ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ბელარუსები, თათრები, ბერძნები, სომხები და ებრაელები.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY