18/05/23861 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მოთხოვნა იყო ადამიანების უზარმაზარი რაოდენობისგან" - ზახაროვა ავიამიმოსვლის აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესების ინიციატორები, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდით ურთიერთობების ნორმალიზებას - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა და ამტკიცებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენების აღდგენას "ადამიანების უზარმაზარი რაოდენობა" ითხოვდა როგორც კულტურისა და მეცნიერების სფეროებიდან, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან: 
"თქვენ იცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები თბილისთან შეწყდა 2008 წელს, სააკაშვილის ინიციატივით. მათი აღდგენის სანაცვლოდ საქართველო აყენებდა მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ახალ რეალობას და ამის შესახებ ჩვენი პოზიცია თქვენთვის კარგად არის ცნობილი.
ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესების ინიციატორები, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდით ურთიერთობების ნორმალიზებას. ჩვენი მიზანია, რომ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების კონტაქტების გამარტივებას შევუწყოთ ხელი, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა.
ჩვენ ვიცით, რომ ამის მოთხოვნა იყო ადამიანების უზარმაზარი რაოდენობისგან. ჩვენ ამ თემას ხშირად ვუბრუნდებოდით, რისი მიზეზიც სწორედ სამოქალაქო საზოგადოების მონდომება იყო და საბოლოოდ ერთგვარ რიტუალად იქცა შეკითხვები, თუ როდის აღდგებოდა ავიამიმოსვლა, უვიზო რეჟიმი და ასე შემდეგ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები არ უნდა იყოს პოლიტიკის მძევალი და ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს კანონსა და სამართალს. ამიტომ ვთვლით, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ მთლიანად ჯდება ამ ლოგიკაში. 
მოგეხსენებათ, რომ რუსეთის, ისევე როგორც ასამდე სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ვიზების გარეშე შედიან. რუსეთში ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა და ჩვენი ხელისუფლების მიმართ ხშირად ისმოდა მოწოდებები, რომ გაგვეუქმებინა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ეს მოწოდებები ისმოდა კულტურისა და მეცნიერების სფეროების წარმომადგენლებისგან, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან. რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანია გაძლიერდეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, მათ შორის საქმიანი წრეების კონტაქტების აქტივიზირების გზით, ტურიზმის განვითარებით და სხვა." აცხადებს ზახაროვა
შეგახსენებთ,  პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა.პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვაც. 
პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ხვალ, 19 მაისს "აზიმუტით" შესრულდება, 20 მაისიდან კი "ჯორჯიან ეარვეისი" დაიწყებს მოსკოვში ფრენებს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,