09/05/23914 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უკრაინამ დემარშის წერილი გაუგზავნა ქვეყნებს, რომლის ლიდერებიც მოსკოვში გამართულ აღლუმს დაესწრნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დემარშის წერილი გაუგზავნა იმ ქვეყნებს, რომლებიც მოსკოვში წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს ესწრებოდნენ. 
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო წერს, ამ ქვეყნებს შორის არიან: სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. 
მისივე თქმით, ღონისძიებაზე რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერები იყვნენ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამართლებდა უკრაინელების ხოცვას, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების დანგრევას, უკრაინელი ბავშვების გატაცებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის მოქალაქეების რეპრესიას. 
"შეხვედრამდე ერთი ღამით ადრე, რუსეთის ფედერაციამ 25 ფრთოსანი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, მათ შრის 15 კიევში, იმისთვის რომ უფრო მეტი სიკვდილი და უფრო მეტი დესტრუქცია გამოეწვია უკრაინულ მიწაზე," - წერს ნიკოლენკო. 
ამავე აღლუმზე მონაწილეებს რუსული სამხედრო აღჭურვილობაც აჩვენეს, რომლებსაც რუსეთი არაპროვოცირებულ აგრესიულ ომში იყენებს. 
ნიკოლენკოს თქმით, უკრაინა აღნიშნული ქვეყნების ლიდერების მონაწილეობას ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, რომელიც თავს იწონებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომის გაჩაღებით, განიხილავს როგორც ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯს უკრაინელი ხალხის მიმართ.
მისივე სიტყვებით, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში 78 წლის წინ და ისინი არ იმსახურებენ, რომ ახლა კრემლმა გამოიყენოს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY