26/04/23421 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"თვის ტროლის" ჯილდო გადმოგეცემათ ქართველ "ტროლებს", მათ რუს "ტროლებსაც" აჯობეს - კრამონი

გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებსა და ამუშავებული "ტროლების" შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ ქართველმა "ტროლებმა" რუს "ტროლებსაც" აჯობეს.
კრამონი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ფეიკები ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ გაზიარდა და გამოთქვამს ვარაუდს, რომ დამკვეთიც ამ სივრცეში უნდა იყოს. 
"მომილოცავს! "თვის ტროლის" ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ "ტროლებს". მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის "გერინგის" რუსულ თარგმანს აიღებს. "გერინგი" და "გიორგინგი" კირილიცათი ერთნაირად იწერება. ლათინურ დამწერლობაში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო. ისევე, როგორც, საბედნიეროდ არც მე მაკავშირებს რაიმე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე - ჰერმან გიორინგთან. 
მეორე "ფეიკი" კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო. ნასვამი ქალი (ბრიტანულ) ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური "დიიფ ფეიკ" ვიდეო იყო. 
საინტერესო გარემოებაა, რომ ეს ფეიკები ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა. შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად.",- ამბობს ევროპარლამენტარი. 



share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY