26/04/23270 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ყველას, ვინც ამბობს, რომ უკრაინის შესვლა NATO-ში შეუძლებელია, გირჩევთ, ფინეთის მაგალითს გადახედოთ - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ NATO-ს ამჟამად არ აქვს პოლიტიკური ნება უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მისაღებად. მან CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, როცა პოლიტიკური ნება არსებობს და რომ ერთი წლის წინ ფინეთის გაწევრიანების წარმოდგენაც შეუძლებელი იყო.
"ყველას, ვინც ამბობს, რომ უკრაინის შესვლა [ნატოში] შეუძლებელია, გირჩევთ, ფინეთის მაგალითს გადახედოთ. ერთი წლის წინ შეუძლებელი იყო ამის წარმოდგენა. მაგრამ ახლა, როცა პოლიტიკური ნება იყო, ფინეთი მიიღეს ნატოში. ამიტომაც, ყველაფერი შესაძლებელია, როცა არის პოლიტიკური ნება, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მაგრამ ახლა, როგორც ფაქტი, მინდა ვთქვა, რომ ალიანსში არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება", - თქვა კულებამ.
კულება აღნიშნავს, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანება ომს არ შეაჩერებს, თუმცა მომავალში ევროატლანტიკურ რეგიონში კონფლიქტის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. მან გაიხსენა 2008 წსლ ბუქარესტის სამიტი და თქვა, რომ ამის შემდეგ ნატო იმეორებს სიტყვებს, რომ უკრაინა წევრი გახდება.
"ბევრი არგუმენტი მოვისმინეთ, ბევრი გამართლება რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ნატოში. ისტორიამ დაამტკიცა, რომ ყველა ეს არგუმენტი უაზრო იყო. ამიტომ, დროა ვაღიაროთ რეალობა და გავაკეთოთ ეს", - თქვა კულებამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA