24/04/23353 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩემი საქმიანობის ნაწილი არაა პოლიტიკოსებთან აქციაზე მივიდე, მშობლებთან შეხვედრაზე პრობლემა არ მაქვს - იოსელიანი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე პრობლემა არ აქვს, თუმცა არ აკონკრეტებს აპირებს თუ არა კანცელარიასთან აქციის მონაწილეებთან მისვლას.
ომბუდსმენის თქმით, მას აქციაზე მისვლას პოლიტიკოსები სთხოვენ. იოსელიანის სიტყვებით, მისი საქმიანობის ნაწილი არაა, რომ პოლიტიკოსებთან აქციაზე მივიდეს.
"მე არანაირი პრობლემა არ მაქვს უშუალოდ ამ ადამიანებთან შეხვედრის, ჩემი ინიციატივით მოხდა მათთან დაკავშირება და კომუნიკაცია. მე ძირითადად მიკავშირდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც მთხოვენ აქციაზე მისვლას, პოლიტიკოსებთან მე არ ვაპირებ, ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან მივიდე რამე აქციაზე. რაც შეეხებათ მშობლებს, მათთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს", - თქვა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის თქმითვე, სახალხო დამცველი ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლებს შორის მედიაციის პროცესში ჩართულია. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სამინისტროში სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველის ინიციატივით შეიქმნა.
"ჩვენ დიდი ხანია რაც ჩართული ვართ მათი პრობლემის მოგვარების პროცესში. ჩვენი ინიციატივით შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროსთან სამუშაო ჯგუფი და ჩვენი მანდატის ფარგლებში ამ პროცესს ვუწევთ მედიაციას. მთელი ეს პერიოდი ჩვენი თანამშრომლები მათთან ხაზზე არიან და დღესაც ჩემი დეპარტამენტის უფროს იმყოფებოდა მათთან და კიდევ ერთხელ დაათვალიერა და ნახა ის გარემო, სადაც მათ უწევთ საკუთარი პროტესტის გამოხატვა და ხომ არ აქვთ ხელშეშლა პროტესტის გამოხატვის თვალსაზრისით", - თქვა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, უკვე 6 დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან ღამეს ათევენ. ისინი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ წამალი ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული არაა. 6 დღეა მშობლებს პრემიერმინისტრთან შეხვედრაც სურთ, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციიდან მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
მშობლები კანცელარიასთან რჩებიან. დღეს, 14:00 საათზე იქ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართება. მშობლები ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY