18/04/23842 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები დაიბარა.
სავარაუდოდ, საქმე ეხება დასავლელი დიპლომატების მიერ, რუსეთში დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კარა მურზას დაპატიმრების შესახებ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები რუსეთის შიდა საქმეებში უხეშად ერევიან და ისეთ საქმეებში ერთვებიან, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსს არ ეხება. 
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, საელჩო უკვე დატოვა ბრიტანეთის ელჩმა დებორა ბრონერმა, რომელმაც დერეფანში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. უწყებაში მივიდა ამერიკის ელჩი, ლინ ტრეისიც. 
მანამდე, 17 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ, ვლადიმერ კარა-მურზას წინააღმდეგო გამოტანილი განაჩენის შესახებ უცხოელი ელჩების შეფასებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ "აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ქმედებები მიზნად ისახავს რუსეთში უთანხმოებისა და მტრობის გაღვივებას". მისივე თქმით, "დივერსიულ სამუშაოებში ჩართული დიპლომატები ქვეყნიდან გაძევებულები იქნებიან".
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას გუშინ, 17 აპრილს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა ღალატი და რუსული არმიის დისკრედიტაცია. განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში 25 ქვეყნის 40 დიპლომატი დაესწრო.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA