31/03/23603 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

ევროკომისია იხრება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ - წყაროები ბრიუსელში

წყაროების ცნობით, ევროკომისიის მზაობაზე, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, საზოგადოების ნათლად გამოხატულმა ნებამაც იმოქმედა. ფოტოზე- დემონსტრანტები 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე, რომლის შედეგად მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების კანონი პარლამენ
არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია.
ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ამ მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს.
წყაროების თანახმადვე, ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშების გამოქვეყნების ფონზე, ევროკომისია გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას.

6 თვე გადაწყვეტილებამდე - რა უნდა ვიცოდეთ

თანამდებობის პირები ბრიუსელში, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობენ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები, ისე, როგორც წევრი ქვეყნები, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მომხრენი არიან 2023 წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში გახსნან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან. თუმცა ეს გზა შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს.
საქართველო მოლდოვას და უკრაინას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება.
რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი ორი მნიშვნელოვან საკითხზე მიუთითებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია:
  1. „პირველ რიგში, დროის - ჯერ მხოლოდ მარტია. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, - ესე იგი, ექვს თვეში. პოლიტიკაში ნახევარი წელი არის მთელი ცხოვრება, ძალიან დიდი დრო და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ამ პერიოდში;
  2. მეორეც, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ევროკომისია [მოლდოვისა და უკრაინის] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოვა, საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის 27 წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც უნდა მიაღწიონ კონსენსუსს და დაამტკიცონ ეს რეკომენდაცია“.
  3. ჩვეულებრივ, EU-ში გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და რთულია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნისათვის ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის ფონზე, ბიუროკრატიული პროცესების დაჩქარების შანსი გაჩნდა.
    საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს, უკრაინის და მოლდოვის კვალდაკვალ წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა.
    2022 წლის ივნისში ევროპულმა კომისიამ, საკითხის უპრეცედენტო სისწრაფით განხილვების შემდეგ, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინაპირობა დაუწესა – 12 რეკომენდაციის შესრულება.






share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY