05/03/23687 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ BILD-თან - პუტინის მუქარის შედეგები, რუსი ოლიგარქი, ციხეში წამებასა და საქართველოს მომავალზე

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო დააახლოვა ევროპასთან და თავისი ქვეყნის მომავალი დასავლეთთან დააკავშირა - წერს გერმანული გამოცემა Bild და აღნიშნავს, რომ მათ ჩაწერეს ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს დაპატიმრებულ მესამე პრეზიდენტთან, რომელთან ინტერვიუც წერილობით შედგა, რადგან ეს არის ახლა მასთან კომუნიკაციის ერთადერთი შესაძლო გზა.
სტატიის ავტორი საუბარს იწყებს ფაქტით, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  უკვე მოითხოვა მისი გათავისუფლება. 
"ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა დემოკრატიის შუქურას კავკასიაში, ისევე როგორც პუტინის ყველაზე დიდ მტერს, ახლა ციხეშია. სააკაშვილი საკუთარ თავს კრემლის ტირანის 70 წლის ვლადიმერ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს, რომლის ბრძანებითაც ის დააპატიმრეს" - ნათქვამია სტატიაში. 
ინტერვიუ: 
BILD: ბატონო მიხეილ, თქვენ მკაცრად გააკრიტიკეთ პუტინი. როგორ ფიქრობთ, მისი ბრძანებით საქართველოს ხელისუფლების პატიმარი ხართ? თუ ასეა, არსებობს რაიმე მტკიცებულება?
მიხეილ სააკაშვილი: „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. პუტინმა თქვა, რომ კვერცხებით ჩამომკიდებდა. მან და დიმიტრი მედვედევმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე გავსამართლებულიყავი. ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იბრძოდა, ორი მილიარდი დოლარი მისცეს საარჩევნო კამპანიისთვის. პირველი ბრალდება წამიყენეს მაშინ, როცა ოდესის გუბერნატორი ვიყავი და იქ რუსების ექსპანსია შევაჩერე. დღეს საქართველო ეკუთვნის რუს ოლიგარქს და ქვეყანას შუა საუკუნეების ფეოდალი მართავს“.
BILD: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოს მთავრობა თქვენ საჯარო მოკვლას აპირებს. რა შედეგები მოჰყვება საქართველოს მომავლისთვის?
მიხეილ სააკაშვილი: „ზელენსკისთვის, რომელსაც მე მივიჩნევ, როგორც თანამედროვე ჩერჩილს, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ჯერ ერთი, მე ვარ მისი ამჟამინდელი რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე. ჩემი კაბინეტი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის გვერდით არის. ჩემი პატიმრობით, პუტინი სიგნალს უგზავნის ზელენსკის: ეს არის ის, რაც მასაც ელოდება ერთ დღეს, თუ არ დაემორჩილება. 
„საქართველოსთვის ჩემი მკვლელობა ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დასასრულს ნიშნავს (...). ხანდახან ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სამოქალაქო ომის დაწყება უნდა. ისინი ფიქრობენ, რომ ამით შეძლებენ თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებას“.
BILD: თქვენი მხარდამჭერები ამბობენ, რომ თქვენ ხართ თქვენი მემკვიდრის ივანიშვილის კერძო პატიმარი, რუსეთის დავალებით. რა სარგებელს უნდა იღებდეს ის თქვენი პატიმრობით?
მიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილი რუსეთთან ჭიპლარით არის მიბმული. მას მოსწონს რუსული პოლიტიკური სისტემა. ამავდროულად, ის და მისი მარიონეტები დასავლეთს ადანაშაულებენ, რომ მე გამომგზავნა მათი ჩამოგდების მიზნით - რაც სრული სისულელეა. ივანიშვილს არ ახარებს ის დიდი სიმპათია, რომლითაც მე ვსარგებლობ დასავლეთში. ისიც ჩუმად და უხმოდ გადასცემს საქართველოს პუტინს. მაგრამ ჩემ გარშემო არსებულმა ყურადღებამ ჩაშალა ეს გეგმა. მათ არ სურთ, რომ უკრაინაში დავბრუნდე და დავეხმარო ზელენსკის. პუტინმა თქვა, რომ მაწამებს და მომწამლავს. ბაიდენის კიევში ვიზიტზე საპასუხოდ, თავად მარია ზახაროვამ თქვა, რომ ჩემი პატიმრობა და მძიმე მდგომარეობა რუსეთის გამარჯვებაა.
BILD: „თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველოს ევროპული პერსპექტივაც მოკვდება“, - წერს პოლონელი ევროკავშირის პოლიტიკოსი რადოსლავ სიკორსკი. არის თუ არა დამოკიდებული საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი იმაზე, თუ რა მოხდება თქვენთან დაკავშირებით?
მიხეილ სააკაშვილი: „ევროპული პერსპექტივა არ მოკვდება, მაგრამ ჩემი სიკვდილი ნამდვილად გამოიწვევს დიდ ქაოსს საქართველოში“.
ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი გერმანული გამოცემის ჟურნალისტს უყვება, რომ საქართველოში ჩამოსვლისას 120 კილოგრამს იწონიდა და ახლა მხოლოდ 65 კილოგრამია. "საშინელი ტკივილი მაქვს მთელ სხეულში" ,- ამბობს დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტი და იმასაც აღნიშნავს, რომ მისი სიმპტომების უმეტესობა ლითონებით მოწამვლისგანაა გამოწვეული, რასაც საქართველოში ვერ კურნავენ. 
BILD: რა არის თქვენი გზავნილი გერმანიისთვის?
მიხეილ სააკაშვილი: ჩემთვის გერმანია სამართლიანობას უკავშირდება. ბოლო საღამო ევროპაში გავატარე ფრანკფურტის ოპერის რესტორანში გერმანიის პარლამენტის წევრ მეგობრებთან ერთად. იმედი მაქვს, რომ კანცლერი შოლცი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი არ მოითმენენ ჩემს სიკვდილს შუა საუკუნეების წამებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ"..."ზოგადად, მინდა ვკითხო კანცლერ შოლცს: როგორ ფიქრობთ, ნორმალურია, რომ ევროპაში არის ქვეყანა, რომელსაც არაოფიციალურად აკონტროლებს ოლიგარქი? საქართველოს უსაფრთხოების აპარატს მთლიანად აკონტროლებენ ოლიგარქები, პროკურატურა და სასამართლოც კი - და ყველაფერი რუსეთთანაა მიბმული.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA