01/03/23442 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აფხაზეთი გავცვალოთ ნატოშიო, ესეც შემოგვთავაზა ბიძინამ, არ იცვლება თქო, ვუპასუხეთ - ბერძენიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან კიდევ ერთ საუბარს იხსენებს და ამბობს, რომ მან აფხაზეთის ნატოში გაცვლის შეთავაზებაც გააკეთა. მისივე თქმით, ივანიშვილის სურდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარების დაპირება აფხაზებისთვის საჯაროდ გაეცა, რაც "რესპუბლიკელებმა"  ასევე დაბლოკეს.
"აფხაზეთი გავცვალოთ ნატოშიო, ესეც შემოგვთავაზა ბიძინამ. არ იცვლება თქო, მკაფიოდ ვუპასუხეთ. აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმს დავპირდეთ საჯაროდ აფხაზებსო - ესეც დავუბლოკეთ რესპუბლიკელებმა. ამაზეც მილაპარაკია საჯაროდ. [...] 
მთავარი პრობლემა ის კი არაა, როდის რა გაჟღერდა და რა დოზით, არამედ ის, რომ ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება როდის და როგორ მოხერხდა (თუ ვერ მოხერხდა). [...] 
ისიც აღსანიშნავია, რომ 2015- 2016 წლებში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის როლი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელო ნამდვილად არ იყო. ბიძინა მისი ხედვების რეალიზებას ამ მიმართულებით ვერ ახერხებდა.
ბიძინას ხელისუფლება პრობლემური იყო თავიდანვე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცუდი და საშიში გახდა მისი ერთმმართველობის დროს. 2016- 2020 წლები დასავლური სვლის შეფერხება/ შეჩერება იყო. 2020/2021 წწ- ში არჩევნების მიტაცება უკვე სახელმწიფოებრიობის კრიზისს ქმნიდა. 2022- ის 24 თებერვლიდან კი ეს ხელისუფლება დასავლური არჩევანის წართმევით რეალურად ემუქრება საქართველოს", - წერს ბერძენიშვილი. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA