28/02/23423 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ინჯია 2008 წლის ომის გამოძიებას ითხოვს - "ოცნება" მხარს უჭერს

"ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ - განცხადება ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ 14 თებერვალს გააკეთა. დღეს კი მის ამ ინიციატივას "ოცნებაში" იზიარებენ და აცხადებენ, რომ "სიამოვნებით დაუჭერენ მხარს"
"გამოძიებას დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს - ქართულმა მხარემ რომ ნაბიჯები გადადგა, როცა 7 აგვისტოს ღამეს მთელს მსოფლიოს დაბომბვა აჩვენეს, პასუხი გასცენ, რას ბომბავდნენ? 8 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში რომ იძახდნენ შეტევაზე ვართო, ამით რას აკეთებდნენ? შემდეგ რეზოლუციაში მხარი იმ მოცემულობას რომ დაუჭირეს: - ომი ჩვენ დავიწყეთ და სამხედრო დანაშაული ჩავიდინეთო, ამით რა გააკეთეს? - ეს გამოსაძიებელია, აბა რა! არ არის გამოსაძიებელი?! – ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები რომ არ არსებობს, ამას შესაძლოა კომისია სჭირდებოდეს - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 
მაშინ, როცა მსოფლიომ და მათ შორის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომაც დაადგინა,  რომ ომის დანაშაულის  ავტორი პუტინია, ფრიდონ ინჯია ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილს და ქართულ მხარეს ადანაშაულებს. 
ინჯია ამბობს, რომ  სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და ამ ქმედებებს მათ გარეშე ვერ განახორციელებდა:
ომის დაწყებას წინ უსწრებდა პროვოკაციული სროლები სამაჩაბლოში.
ამ ყველაფრის ლოგიკური კულმინაცია იყო 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით, სააკაშვილის ბრძანებით, არტილერიის მიერ ცხინვალის დაბომბვა, რითაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო...
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქმეები მოიგო, ამ თემაზე გაჩუმების მიზეზი გაურკვეველია. ისმის კითხვა - რატომ არიან ჩუმად, გაუგებარია.
გაუგებარია, რატომ უნდა დავაფაროთ და ვაფარებთ ხელს სააკაშვილის რეჟიმს მის მთავარ დანაშაულზე, რომელიც მან ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა. 
ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და მათ გარეშე ვერცერთ ზემოთ ნახსენებ ქმედებას ვერ დაგეგმავდა და განახორციელებდა. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ბუშის 2005 წლის ვიზიტის შემდეგ საქართველოში" - განაცხადა ინჯიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY