27/02/23690 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ალეკო ელისაშვილი - უფრო სწორი იქნებოდა, ეს კანონი „გოსდუმაში“ გაეგზავნათ, რა ვენეცია და ფლორენცია?! ესაა რუსული კანონი - თუ ეს გავიდა, გავფორმდებით როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი

უფრო სწორი იქნებოდა, ეს კანონი „გოსდუმაში“ გაეგზავნათ, რა ვენეცია და ფლორენცია?! ესაა რუსული კანონი - თუ ეს გავიდა, რა გვინდა ამ ქვეყანაში ან პარლამენტში? გავფორმდებით, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი, მერე უნდა ვიბოიკოტოთ და ყველაფერიც გავაკეთოთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალის“ ინიცირებული ორივე პროექტი, რომელიც მიღებას უმრავლესობა აპირებს რუსულია და ეროვნული ღირსების საქმეა, რომ საქართველოს პარლამენტში არც ერთის მიღება არ დაუშვან.
„გაკვირვებული ვარ, რომ ვენეციის კომისიაში აგზავნიან, უფრო სწორი იქნებოდა გაეგზავნათ „გოსდუმაში“, რა ვენეცია და ფლორენცია, ეს არის არსით, შინაარსით თავიდან ბოლომდე რუსულო კანონი, ახალიც და ძველიც. ეს არის რუსული წამოწყება, რუსული იდეა, შესაბამისად გააგზავნონ იქ - მარია ზახაროვების და მაგათ ქვეყანაში, იმათ დაწერონ ექსპერტიზა, რა უნდათ ვენეციასთან, ამათ არ უნდა ევროპული ქვეყანა რომ ვიყოთ, უნდათ ვიყოთ რუსული გუბერნია, ტაგანროგს მიგვაბან ან რომელიღაც ჯანდაბა რუსულ ქალაქს.
ასეთი ამაზრზენი კანონი საქართველოს პარლამენტში არ უნდა გავიდეს, ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული კანონი არ გავიდეს. მე როგორც ერთ დეპუტატს ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ყველამ უნდა მოვინდომოთ, ეს ოპოზიცია მოეშვას ამ ბოიკოტობანას, რომ დადიან წინ და უკან, თუ მღელვარება, პოლიტიკური პროცესი და მძვინვარება უნდა იყოს, ამ საკითხზე უნდა იყოს, ბოიკოტობას მოეშვან, ეს საკითხი უნდა ჩავარდეს. თუ ეს კანონი გავიდა, მაშინ საერთოდ რა გვინდა ამ ქვეყანაში ან პარლამენტში, ბოიკოტი თუ გვინდა და მღელვარება, ამას უნდა მოჰყვეს, რომ ეს არ გავიდეს. არ უნდა დავამტკიცებინოთ, თუ ეს კანონი დამტკიცდა გავფორმდებით, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი, მერე უნდა ვიბოიკოტოთ და ყველაფერიც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არ უნდა მივუშვათ იქამდე, ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივი საკითხი, რომ რუსეთიდან გადმოკოპირებული კანონი არ დამტკიცდეს”, - განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარიდიმიტრი ხუნდაძემიხეილ ყაველაშვილიგურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,