ნედ პრაისს მოატყუებინეს, ვინც ამბობს, რომ ინიცირებული კანონი რუსულია, იტყუება - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებული "რუსული კანონი" რუსული არაა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს კონკრეტული დასავლელი პარტნიორების განცხადებაზე, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის.
"ვინც ამბობს, რომ პირველი ვერსია არის რუსული კანონი, იტყუება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ვინც ამბობს, რომ პირველი კანონპროექტი არის რუსული, იტყუება. [ნედ პრაისი იტყუება?] მას მოატყუებინეს ასე გამოვიდა, შეცდომაში შეიყვანეს, მიუტანეს არასწორი ინფორმაცია და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის პირით ითქვა ტყუილი", - თქვა კობახიძემ.