26/02/231 258 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"საქართველო მზადაა, EU-თან ურთიერთობა გაწყვიტოს" - რუსული მედია პროპაგანდისთვის "ოცნების" განცხადებებს ეყრდნობა

რუსული პროპაგანდისტული მედია "РИА Новости" საქართველოზე სტატიას აქვეყნებს და ამტკიცებს, თითქოს, ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ საქართველო უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუ დასავლეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გააგრძელებს.
სტატია "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს ეყრდნობა. 
"[ურთიერთობის გაწყვეტის] მიზეზი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მორიგი მოწოდებაა. გარდა ამისა, დასავლეთი უკმაყოფილოა საქართველოს სურვილით, მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ", - ნათქვამია სტატიაში.
მასალა რამდენიმე ქვესათაურად არის დაყოფილი:
"მშვიდობით ევროპა" - სტატიის ამ ნაწილში საუბარია ევროპელი პარტნიორების განცხადებებზე, რომლებიც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებენ. ავტორი წერს, რომ თბილისი დასავლელი პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებას არ ჩქარობს. ამ აზრის გასამყარებლად მაგალითად მოყვანილია მმართველი პარტიის ცალკეული წევრების განცხადებები. მაგალითად, კალაძის ციტატა"არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ".
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სტატიაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე "მეორე ფრონტის გახსნის" შესახებ. სტატიის ავტორის თქმით, ღარიბაშვილის აზრით, საქართველოს მიმართ პრეტენზიები ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვის სურვილს უკავშირდება.
სტატიის ავტორი ასევე საუბრობს ღარიბაშვილის განცხადებებზე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და  აღნიშნავს, რომ გასულ წელს რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო.
ამასთან, ტექსტში მოყვანილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ციტატა, რომელშიც :"ქართულ ოცნებას" აქებს.  "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თბილისის პოზიციას გაბედულად მიიჩნევს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ხელმძღვანელობს ეროვნული და არა დასავლური ინტერესებით", - ვკითხულობთ სტატიაში.







share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA