25/02/231 109 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩვენ უკვე ვწვდებით მარიუპოლს - გიორგი ქუფარაშვილი

აზოვის პოლკის დამფუძნებლის, გიორგი ქუფარაშვილის თქმით, უკრაინასთან ომში რუსეთი რეგულარულ არმიას უფრთხილდება და ფრონტის წინა ხაზზე ახლა "ვაგნერელებს", ციხიდან გამოყვანილ სამუდამო პატიმრობამისჯილ პატიმრებსა და სხვადასხვა დაავადებების მქონე პირებს უშვებს.
როგორც ქუფარაშვილი "შაბათის მთავარის" ეთერში ჩართვისას ამბობს, რუსეთი სამხედრო ტექნიკას უფრთხილდება
ძირითადად ეს არის "ვაგნერი", ფაქტობრივად, დაღუპულებს, ტყვედ აყვანილებს რასაც ვხედავთ, ეს არ არიან რეგულარული არმიის წარმომადგენლები. ისინი არიან ციხიდან გამოყვანილი, მძიმე დანაშაულებზე სამუდამო პატიმრობამისჯილი სხვადასხვა დაავადებების [მქონე პირები], მათ აქვთ სპეციალური სამაჯურები მაჯებზე, რომლითაც აღნიშნავენ. 
მათ ასევე აქვთ ბრძანება, რომ თუ უკან დაიხევენ დახოცავენ. ბევრ ფაქტის პირადად შევსწრებივარ. ტანკში, როდესაც სვამენ ტანკის საჭეს უდუღავენ, რომ მხოლოდ წინ წავიდეს. ჩვენდა საბედნიეროდ მოხდა ასეთი ტანკების ხელში ჩაგდება, ტყვედ ჩავარდნა და გათავისუფლება ამ ტანკებიდან." ამბობს ქუფარაშვილი.
მისი თქმით, ვითარება რთულია განსაკუთრებით ბახმუტის მიმართულებაზე, სადაც რუსები რეგულარულ არმიასა და შეიარაღებას სავარაუდოდ გაზაფხულისთვის ინახავენ და უფრთხილდებიან -" ამ მომენტისთვის უშვებენ მხოლოდ ვაგნერის ჯგუფებს. ტალღა ტალღაზე მოდის...", - ამბობს ქუფარაშვილი. ქუფარაშვილი ამბობს იმასაც, რომ უკრაინა პარტნიორებისგან მიწოდებული იარაღის წყალობით, უკვე სწვდება მარიუპოლს და რუსების ლოჯისტიკურ ჰაბებს ანადგურებენ:   
"ჩვენ უკვე ვწვდებით ევროპელი პარტნიორების დახმარებით მარიუპოლს. ძირითად ხდება ლოჯისტიკური ჰაბების განადგურება, რომ საბრძოლო მასალები გავუნადგუროთ, მაგრამ რუსები ცდილობენ შეინარჩუნონ ის რეგულარული არმია, რომელიც მომზადებული ჰყავთ და მობილიზებული ქვედანაყოფები, რომელთა გადამზადებაც ხდება. ისინი ცდილობენ, რომ ტექნიკა ძირითადად არ ამუშაონ საბრძოლო მოქმედებებში" - ამბობს ქუფარაშვილი "შაბათის მთავარის" ეთერში ჩართვისას.
გიორგი ქუფარაშვილი მარიუპოლში, ერთ-ერთი შეტაკების დროს, 2022 წლის 17 მარტს ის დაიჭრა. დიდი რისკის ფასად 22 მარტს უკრაინელმა მფრინავებმა ქუფარაშვილი ალყაშემორტყმული "აზოვსტალის" ქარხნიდან გამოიყვანეს და დნეპრში ჩაიყვანეს. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, პროფესიონალი ქართველი სამხედრო ფრონტის ხაზზე დაბრუნდა.  
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA