17/02/23561 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ბერაია გიორგი მარგველაშვილზე - ამ სუბიექტმა ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ სახელმწიფოს და ქართველ სამხედროებს

ასეთი ადამიანები საკუთარი უღირსი განცხადებებითა და სიცრუით ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის სერიოზული საფრთხის მატარებლები არიან - ყურადღებით უნდა იყოს შესწავლილი გიორგი მარგველაშვილის განცხადების უკან მდგარი მოტივები და მიზანი! - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
ბერაია მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მას რეალური ჰგონია, ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით რუსეთს დაეხმაროს და ქართველ ჯარისკაცებს უკრაინაში ომისკენ მოუწოდოს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, “მინიმუმ, რაც ამ სუბიექტმა უნდა გააკეთოს, არის საჯაროდ ბოდიშის მოხდა ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების, ქართული ჯარის და სამხედრო მოსამსახურეების წინაშე“.
ბერაიას შეფასებით, “საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი პირდაპირ და დაუფარავად თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას ეწევა“.
„ეს არის სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება. მან წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ჯარს, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს, მათ ხსოვნას, მათ ოჯახებს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამ უპასუხისმგებლო სუბიექტს არაერთხელ გაუოცებია ქართული საზოგადოება უმსგავსო, არაადეკვატური და არასერიოზული განცხადებებით, მაგრამ ეს გაუგონარი და საღი აზრისგან შორს მდგარი ბოდვა ყოველგვარ საზღვრებს არის გაცდენილი.
შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი პირდაპირ და დაუფარავად თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას ეწევა. ის პირდაპირ არის ჩართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდაში და საკუთარი გამონათქვამების სიმძიმით საქართველოს მტრების მოკავშირე ხდება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დამახინჯებასა და საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯის განადგურებას ისახავს მიზნად.
ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს მტრობა! წესით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მეტი გონიერება, წინდახედულობა უნდა მართებდეს და პირველ რიგში, მეტი ღირსება უნდა ჰქონდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ადამიანმა ვერაფერი ვერ ისწავლა ვერც პრეზიდენტობისას და ვერც პრეზიდენტობის შემდგომ პერიოდში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ