02/02/23464 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ზელენსკი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მოკვლის მცდელობაში ადანაშაულებს - NYT-ის სტატია

ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოკვლის მცდელობაში ადანაშაულებს - ამ სათაურით The New York Times სტატიას აქვეყენებს. მასალის ავტორი საერთაშორისო ახალი ამბების რედაქტორი, რიჩარდ პერეს-პენია. 
საერთაშორისო მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. და აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა უკრაინის მოქალაქეა და დააპატიმრებულია იმ ქვეყნის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა, მათ შორის რუსეთის შემოჭრის დროს 2008 წელს.
როგორც NYT წერს, ზელენსკი ვარაუდობს, რომ საქართველო, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო, არასათანადოდ ეპყრობა 55 წლის მიხეილ სააკაშვილს, რუსეთის დიდი ხნის მოწინააღმდეგეს, რათა კრემლის კეთილგანწყობა მოიპოვოს.  
სტატიაში აღნიშნულია, რომ ზელენსკის ხელში ეჭირა საქართველოს ოდესღაც ძლიერი ყოფილი პრეზიდენტის ფოტოები, რომელშიც ის გაფითრებულია და ჯანმრთელად არ გამოიყურება. 
სააკაშვილის მხარდამჭერები, უფლებადამცველი ჯგუფები და უცხოელი დიპლომატები საქართველოს ადანაშაულებენ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში მას შემდეგ, რაც ის ქვეყანაში დაბრუნდა 2021 წელს და დააკავეს კორუფციისა და პოლიტიკური ოპონენტის სასტიკი ცემის ბრალდებით. ბატონმა ზელენსკიმ პირდაპირ თქვა, რომ ის არ აკეთებს კომენტარს ბრალდებების მართებულობაზე, საუბრობს მხოლოდ იმაზე, რომ ხდება "უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება",- წერს NYT
სტატიაში მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიაზეც არის საუბარი და აღნიშნულია შემდეგი:
"2003 წელს ბ-ნი სააკაშვილი დაეხმარა ქუჩის საპროტესტო აქციების წარმართვას, რომლებიც  პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, ყოფილ საბჭოთა ჩინოვნიკს თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. შემდეგ ბატონმა სააკაშვილმა 37 წლის ასაკში საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. ის ხელახლა აირჩიეს 2008 წელს.
ის მიზნად ისახავდა საქართველოს გამოყვანას მოსკოვის ორბიტიდან და დასავლეთთან დაახლოებას, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას - და ამით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ ვ. პუტინი აღაშფოთა",- ნათქვამია სტატიაში
სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას ორი ქვეყანა რუსეთი და საქართველო ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდა. "2008 წელს ნატო საქართველოსა და უკრაინას ერთ დღეს გაწევრიანებას დაჰპირდა. რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რამდენიმე დღეში დაამარცხა მისი ძალები და მას ჯერ კიდევ ჰყავს ჯარები განლაგებული სეპარატისტულ რეგიონებში."
სტატიის ავტორის აზრით, უკრაინელებისთვის, რომელთა ქვეყანაც წლების განმავლობაში ებრძოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს გასულ წელს სრულ შეჭრამდე, საქართველოს გამოცდილება და პარალელები მტკივნეული და აშკარაა. 
და ბოლოს ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა 2013 წელს, მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა აიღეს კონტროლი და მან დატოვა ქვეყანა, ცხოვრობდა უკრაინასა და შეერთებულ შტატებში. ის გარკვეული პერიოდი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლად მუშაობდა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY