31/01/23920 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პუტინის ყოფილი სფიჩრაიტერის თქმით, რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური ხდება

რუსი პოლიტოლოგი და ვლადიმერ პუტინის ყოფილი სფიჩრაიტერი, აბას გალიამოვი ამბობს, რომ რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური ხდება. ამის შესახებ გალიამოვმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის დანაკარგები იზრდება, ქვეყანა დასავლეთის სანქციებისგან გამოწვეული სირთულეების წინაშეა, ამ ფონზე კი რუსეთის მოქალაქეები დაიწყებენ დამნაშავის ძიებას. 
გალიამოვის თქმით, ეს მომენტი, შესაძლოა მომდევნო 12 თვეში დადგეს.
"რუსეთის ეკონომიკა უარესდება, ომი წაგებულია, რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ რუსებს უფრო მეტი სირთულეები შეექმნებათ და ისინი შეეცდებიან იპოვონ ახსნა, რატომ ხდება ეს, შეხედავენ პოლიტიკურ პროცესს და თავადვე გასცემენ პასუხს: "ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ძველი ტირანი, ძველი დიქტატორი". ამ მომენტში ვფიქრობ, სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური გახდება", - თქვა გალიამოვმა.
გალიამოვის აზრით, პუტინმა შესაძლოა, გააუქმოს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2024 წლის მარტშია დაგეგმილი.
"უკრაინასთან გამარჯვების გარეშე მას [პუტინს] რუსებთან სირთულეები შეექმნება. რუსებს არ სჭირდებათ ის, თუ ის ძლიერი არ არის. მან შეიძლება მართლა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და გააუქმოს არჩევნები", - თქვა მან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY