30/01/23720 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კარლ ნეჰამერი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს, არ უნდა იყოს შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს, არ უნდა იყოს შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, მან ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერა შესთავაზა ყველა მიმართულებით.
„ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, რაზეც ბატონმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაამახვილა ყურადღება, ეს მიმართულება, მითუმეტეს დღევანდელ დროს, არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგან ლაპარაკია არა მხოლოდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ მათ შორის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც. ჩვენ დღეს პრესკონფერენციამდე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ამ თემაზე. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გაკეთდა იმისთვის, რომ შესრულებულიყო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ჩვენთვის ცხადია, რომ ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით სვლა, ღირს ძალისხმევის გაძლიერება, უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება ამ მიმართულებით, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ეს პროცესი მათ შორის მოიტანს ძალიან ბევრ ცვლილებას შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. პოლიტიკურად იმ ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ეს ყოველთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს შევთავაზე ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ამის საჭიროება იქნება. ამავდროულად, ეს პროცესი ცხადყოფს, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს. არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. ბოლო პერიოდის განმავლობაშიც მართლაც არსებობდა ამ თემაზე დისკუსია ევროკავშირის ფარგლებში, თუ რა წარმატებები იყო სამი კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში და როდესაც ავსტრიის მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ავსტრიის მზადყოფნას, მათ შორის „ნოუ ჰაუს“ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მხარში ამოგიდგეთ. ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირის წევრობის სტატუსი გვქონდა და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY