28/01/23556 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კობა ნაყოფია - „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებზე 49 638 ადამიანი დაიშვა - ამ დროისთვის, მონაწილეობა 9363 ამომრჩეველმა მიიღო

თუ ჩვენს ქვეყანაში ასე გამჭვირვალედ, ასე ორგანიზებულად და ასეთი სისტემით ჩატარდება არჩევნები, მე ვიქნები პირველი, ვინც შედეგებს ეჭვქვეშ არ დავაყენებ, გამოვალ და მივესალმები - მოვუწოდებ აღიარონ არჩევნების შედეგები და მიესალმონ გამარჯვებულ კანდიდატს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, რითაც პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების პროცესი შეაფასა.
მისი თქმით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 9363 ადამიანმა მიიღო.
„საარჩევნო კომისიის საბოლოო შეფასების შედეგად არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულ იქნა 118 ადამიანი. გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან მცირე დროში მუშაობა და არ გამოვრიცხავ, ერთეული შემთხვევები შესაძლოა, გაიპაროს. ყველა ადამიანი არის იდენტიფიცირებული. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ზოგიერთი პარლამენტის წევრიც. არ გამოვიდა ეს ამბავი სამწუხაროდ მათთვის. პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა არის ძალიან მაღალი ამ წუთისთვის უკვე მონაწილეობა 9363 ადამიანმა მიიღო. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ არჩევნებში მონაწილე ადამიანების ფარულობა სრულად არის უზრუნველყოფილი. ვერასდროს ვერავინ გაიგებს, ვინ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და ვინ ვის მისცა ხმა. ეს არის გამორიცხული.
ამომრჩევლებს მინდა ვუთხრა - ის კოდი, რომელიც ტელეფონის ნომერზე მოგდით არავის არ გადასცეთ, გამოიყენეთ თვითონ. სწორედ, ამან შეიძლება დააზიანოს უსაფრთხოების სისტემა და მოხდეს თქვენი კოდით მანიპულაცია ან თქვენი ხმა უბრალოდ ვერ აისახოს ამ არჩევნების შედეგად. ასევე, ზოგიერთ ჩვენს ამომრჩეველს დროულად არ მისდის sms კოდი და დღის განმავლობაში აუცილებლად მიუვა, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე კომისია მუშაობს. თუ ჩვენს ქვეყანაში ასე გამჭვირვალედ, ასე ორგანიზებულად და ასეთი სისტემით ჩატარდება არჩევნები, მე ვიქნები პირველი, ვინც შედეგებს ეჭვქვეშ არ დავაყენებ, გამოვალ და მივესალმები. თქვენ, ხედავთ როგორ მოწესრიგებულად და კარგად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ ასევე დასრულდება. არჩევნების დასრულების შემდეგ დარწმუნებული ვარ კითხვები არ იქნება, მითუმეტეს, თითოეულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა ჩაატაროს აუდიტი და დარწმუნდება, რომ რაღაც ჩარევას და მანიპულაციას ადგილი არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა, ამიტომ მოვუწოდებ აღიარონ არჩევნების შედეგები და მიესალმონ გამარჯვებულ კანდიდატს“, - განაცხადა ნაყოფიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ