24/01/23399 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

საქართველოს სჭირდება სერიოზული სამუშაოების ჩატარება - ლიეტუვის, ჩეხეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისევ მოუწოდებენ საქართველოს, გაატაროს რეფორმები, იმისთვის რომ არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა. განცხადებები ბრიუსელში გაკეთდა. ლიეტუვის, ჩეხეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კანონის უზენაესობის, ქვეყნის შიდა პრობლემებსა და დემოკრატიული პროცესების ნაკლებობაზე მიუთითებენ და აფრთხილებენ ქვეყანას, რომ ეს პრობლემები იქნება შემაფერხებელი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
"გზა ევროკავშირისკენ ობიექტურია. უნდა გადაიდგას ობიექტური ნაბიჯები, გატარდეს რეფორმები, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. თუ ეს შესრულდება, საქართველოს დაეხმარება წინსვლაში.  ჩვენ გვინდა ვნახოთ, როგორ ერგება ქვეყანა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. ზოგ შემთხვევაში, საქართველოს ყველაფერი არ გაუკეთებია. მინდა, ეს საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაწყდეს", - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული შიდა პრობლემების ნაწილი დემოკრატიული პორცესების ნაკლებობაა, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აფერხებს:
"ვფიქრობ, არსებობს შიდა პრობლემები, რომლებიც უნდა გადაწყდეს. თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, საქართველო წინ წავა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს გაწევრიანებას მას შემდეგ, რაც ეს შიდა პრობლემები გადაწყდება და ყველა პუნქტი შესრულდება. სამწუხაროდ, ზოგი შიდა პრობლემა, დემოკრატიული პროცესების ნაკლებობა, რაც საქართველოს ამ გზაზე აფერხებს საქართველოს ამ გზაზე".
რაც შეეხება ჩეხეთს, ქვეყნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციისთვის მთელი ქვეყნის კოლექტიური ძალისხმევაა საჭირო.
"საქართველოში საკმაოდ რთული ვითარებაა, ევროკავშირმა, როგორც ინსტიტუტმა და ასევე ჩვენმა პოლიტიკოსებმაც მკაფიოდ თქვეს, რომ საქართველოს სჭირდება სერიოზული სამუშაოების ჩატარება კონკრეტულ სფეროებში. დაველოდოთ, როგორი იქნება შეფასება, მაგრამ დარჩება მოთხოვნა, ყველა კრიტერიუმი უნდა დაკმაყოფილდეს, იქნება ეს კანონის უზენაესობა თუ სხვა საკითხი. ევროკავშირის წევრად გახდომა მთელი ქვეყნის კოლექტიურად ძალისხმევაა. საუბარი არ არის მხოლოდ ერთ რომელიმე პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე, ამაზე მთელი ქვეყანა უნდა მუშაობდეს", - თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ. 
ცნობისთვის ევროკავშირმა საქართველოს გაუწერა 12 პუნქტი, რომლის შესრულების შემდეგაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ. ამ პუნქტების ნაწილი დღემდე შეუსრულებელი რჩება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA