22/01/23809 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თუ გერმანია "ლეოპარდების" მიცემას არ დათანხმდება, ახალ კოალიციას შევქმნით - პოლონეთის პრემიერი

პოლონეთს შეუძლია შექმნას კოალიცია იმ ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან მიაწოდონ უკრაინას Leopard 2 ტანკები გერმანიის მონაწილეობის გარეშე, თუ შოლცის მთავრობა არ დათანხმდება ამ ჯავშნის გადაცემას - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიიმ განაცხადა
მედიის ცნობით, მორავეცკიმ "რამშტეინ 8-ის" შეხვედრაზე გერმანიის საქციელი გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი აზრით, მიუღებელი იყო. პოლონეთის მთავრობის მეთაურს არ ესმის, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ბერლინმა „თვალები გაახილოს და გერმანიის პოტენციალის შესაბამისად დაიწყოს მოქმედება“.
მან აღნიშნა, რომ გერმანიამ სხვა მოკავშირეებს ხელი არ უნდა შეუკრას. 
„თუ გერმანია არ დათანხმდება ლეოპარდების გადაცემას [უკრაინისთვის], მაშინ ჩვენ შევქმნით სახელმწიფოთა უფრო მცირე კოალიციას, რომლებიც მზად არიან გაუზიარონ თავიანთი თანამედროვე ტანკები უკრაინას. ჩვენ არ ვუყურებთ უკრაინაში სისხლისღვრას... უკრაინა და ევროპა მოიგებს ამ ომს - გერმანიასთან ერთად, თუ მის გარეშე. ახლა გერმანიაზეა დამოკიდებული, სურთ თუ არა შეუერთდნენ მისიას და შეაჩერონ რუსული ბარბაროსობა, თუ აირჩიონ, რომ ჩუმად უყურონ და ისტორიაში შევიდნენ, როგორც არასწორ მხარეს მყოფნი", - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
მორავეცკიიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი უარყოფს, რომ გერმანია ბლოკავს გერმანული წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემას, მას სურს მოისმინოს მკაფიო განცხადება, რომ ბერლინი მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ იანვრის დასაწყისში ლვოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვარშავა მზადაა უკრაინას გადასცეს 14 "ლეოპარდ 2" ტიპის ტანკი მოკავშირეთა ფართო კოალიციის ფარგლებში.
რამშტეინის შეხვედრის შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ჯერ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემას, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადონ „იმ დღისთვის, რომელიც შეიძლება დადგეს“.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA