30/12/22995 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვახტანგ კაპანაძე - რუსეთმა მოინდომა დასავლური სტილის ომი, რუსული მენტალიტეტით და რუსული შეიარაღებული ძალებით, ეს არ გამოუვიდა

რუსეთმა მოინდომა დასავლური სტილის ომი, რუსული მენტალიტეტით და რუსული შეიარაღებული ძალებით, მას ეს არ გამოუვიდა. რუსეთმა ვერ გათვალა მსოფლიოს ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში,- ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩევლმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.
როგორც კაპანაძემ განაცხადა, რუსეთმა სტრატეგიულ დონეზე ომი წააგო და ახლა მნიშვნელოვანია, როგორ გამოვა რუსეთი ამ ომიდან და რა დონემდე მიიყვანენ მის დამარცხებას.
„მძიმე წელია, მაგრამ ამ წელმა დადებითი მოლოდინები გააჩინა. ომმა, მიუხედავად სიმძიმისა, სინათლის სხივი შემოიტანა. ერი, ჯარი და სახელმწიფო, ამათმა ერთობამ გამოიწვია ის, რასაც ვხედავთ უკრაინაში.
თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს იქნებოდა გაჭიანურებული ომი. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ეს არის მძიმე ომი. ფაქტობრივად, მესამე თაობის ომში დაბრუნდნენ: ფრონტები, გადაჭიმული ტრანშეები... ბახმუტის ფოტოები და პირველი მსოფლიო ომის ფოტოები რომ შევადაროთ, ერთი და იგივე სურათია. ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ დიდი მასები ომობენ.
რუსეთმა, რომელმაც მოინდომა დასავლური სტილის ომი, რუსული მენტალიტეტით და რუსული შეიარაღებული ძალებით, მას ეს არ გამოუვიდა. რუსეთმა ვერ გათვალა მსოფლიოს ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში.
რაც არ უნდა რეფორმებზე დაიწყოს საუბარი შოიგუმ, არ შეიცვლება ფაქტი - რუსეთმა სტრატეგიულ დონეზე ომი წააგო. საკითხი არის ის, როგორ გამოვა რუსეთი ამ ომიდან და რა დონემდე მიიყვანენ მის დამარცხებას“,- განაცხადა კაპანაძემ.
მან ასევე ისაუბრა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ბახმუტს სამხედრო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რუსეთისთვის მან საკრალური დატვირთვა შეიძინა. მისივე თქმით, რუსეთისთვის ბახმუტი გახდა ბერლინი, სტალინგრადი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY