24/12/22782 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების პროპაგანდისტული ნარატივი რუსულ ტალღაზეა - სააკაშვილის ოდიოზური ვოიაჟი, თურმე ზელენსკის მოგონილი ყოფილა, ასეთ შეთქმულების თეორიებს რუსეთიც კი არ კადრულობს

ხელისუფლების პროპაგანდისტული ნარატივი რუსულ ტალღაზე ზის - სააკაშვილის ოდიოზური ვოიაჟი, თურმე ზელენსკის მოგონილი ყოფილა, ასეთ შეთქმულების თეორიებს რუსეთიც კი არ კადრულობს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ექსპერტმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ იმდენად არ შეაწუხა, რამდენადაც ფსიქოლოგიურმა.
„ამ ქვეყანაში სააკაშვილის თემას სამი განზომილება აქვს. ეს არის პოლიტიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული. ხელისუფლება სააკაშვილის შიშით კვებავს თავის მხარდამჭერებს, მისი ფორმირება მოხდა ბოროტების სიმბოლოდ და ამ ბოროტების სიმბოლოს ირგვლივ აგებენ საკუთარ ძალაუფლებას. როდესაც ადვოკატები ამბობენ, რომ სააკაშვილი თანახმაა წავიდეს პოლიტიკიდან, ხელისუფლებას არ უნდა მისი გაშვება პოლიტიკიდან, მისით ხედავს სარგებელს.
მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურმა მდგომარეობამ იმდენად არ შემაწუხა, რამდენადაც მისმა ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ. მე დავინახე მის ქცევაში დემენციის ნიშნები. თუ ეს დაავადება რეალურია მის ლაპარაკში და ქცევაში ლოგიკის ძებნა არ შეიძლება. ასეთი ტიპის მსჯელობები არ არის ჰუმანური“,- აღნიშნა ექსპერტმა.
კითხვაზე, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების შემთხვევაში, რა დადებითი და უარყოფითი ფაქტორი შეიძლება ჰქონდეს, ხუხაშვილმა უპასუხა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სააკაშვილი უნდა იყოს გაშვებული საზღვარგარეთ სამკურნალოდ. მისი თქმით, ამით სააკაშვილის ჯანმრთელობის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნება.
„გაიხსნება სივრცე, იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესი წავიდეს ჯანსაღი მიმართულებით. რამდენიმე თვე ეს ქვეყანა დაისვენებს. საქართველოს ბევრი გამოწვევები აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვცხოვრობთ ამ დღის წესრიგით: დილით სიცხეს ვუზომავთ სააკაშვილს და საღამოს წნევას.
გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი პლუსი აქვს: აგრესიული მონოლოგები ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან გარკვეული პერიოდით გაჩერდება, ხალხი დაწყნარდება“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.
კითხვაზე, პოლიტიკურად რას შეიძლება ნიშნავდეს რეზოლუციებში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება და ამავე დროს მის დასანქცირებაზე საუბარი, ექსპერტი პასუხობს, რომ დასანქციერება მას კიდევ უფრო გააბოროტებს და ქვეყანა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„რატომ უხარია ამ ხალხს ივანიშვილის დასანქცირება ჩემთვის გაუგებარია. დასანქციერება მას კიდევ უფრო გააბოროტებს, ქვეყანა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი თანხები რატომ უნდა იყოს სადღაც გაყინული? ცოტა თუ ბევრი ამ ქვეყანას ხმარდება. ამაზე ქირქილი არ არის ლოგიკური.
მთავარი პრობლემა არ არის სააკაშვილი, მთავარი პრობლემაა რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ხელისუფლებას მიმდინარე გლობალური ომისადმი. ხელისუფლების პროპაგანდისტული ნარატივი რუსულ ტალღაზე ზის. რუსულ პროპაგანდასაც არ ჰყოფნის ფანტაზია ისეთ რაღაცებს ამბობენ.
სააკაშვილის ოდიოზური ვოიაჟი, თურმე ზელენსკის მოგონილი ყოფილა. ასეთ შეთქმულების თეორიებს რუსეთიც კი არ კადრულობს", - განაცხადა ხუხაშვილმა.
კითხვაზე, რა მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, როცა იცოდა რომ აქ დაპატიმრება ელოდა, ხუხაშვილის თქმით, მასზე მუშაობდნენ.
„უმტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პრობლემები ჰქონდა, რომ საკმარისია სააკაშვილის გამოჩენა და რაღაც პროცესები დაიწყება. ეს სისულელე იყო მისი მხრიდან. თუ სპეცოპერაციაზე გვინდა შეთქმულების თეორიის მოსმენა, მე სხვა თეორიას შემოგთავაზებთ - ეს იყო ბიძინას და უკრაინელი ოლიგარქების სპეცოპერაცია, რომ სააკაშვილი როგორმე ჩამოეტყუებინათ საქართველოში. სააკაშვილი მაშინ რომ არ ჩამოსულიყო, ხელისუფლება არჩევნებს ვერ მოიგებდა. მიშას ჩამოსვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თუ შეთქმულების თეორია გვინდა, სპეცოპერაცია ბიძინამ და პოროშენკომ დაგეგმეს და „შეუსრულეს“ მიშას“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY