19/12/22634 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩემს ტყავზე გადაიარა "ნაციონალების" გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში - წულუკიანი

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ, "მის ტყავზე" გაიარა  „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ". წულუკიანი ბრალდებებს ისევ წინა ხელისუფლებასა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს უყენებს:
„მას მერე, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის ოქტომბერში, ჩემს ტყავზე, იუსტიციელების ტყავზე, პროკურორების, პოლიციელების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ჯარის, გენშტაბის და ყველა ამ ადამიანის ტყავზე გადაიარა „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს, როდესაც ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, სადაც ეწერა ფრაზა, რომ ვინმე სააკაშვილმა და მისმა არც თუ ისე პატარა დედამ კი არა, საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომიო, ამ ფრაზას არ შეეწინააღმდეგა არც დავით დარჩიაშვილი, არც გოგა გაბაშვილი, არც ჩიორა თაქთაქიშვილი, არც ახლა ვითომ პროგრესული ტელევიზიიდან რომ გვმოძღვრავს გიორგი თარგამაძე, რომელიც მაშინ „ნაცების“ მიერ დანიშნული ოპოზიცია იყო, არც გიორგი კანდელაკი და ა.შ. მათ ერთხმად კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ამ ფრაზას, თურმე ქართველი ჯარისკაცების მიერ ყოფილა აგვისტოს ომი დაწყებული. ამას ემატებოდა ისიც, რომ სტრასბურგსა და ჰააგაში არავითარი მტკიცებულებები არ იყო მოგროვებული და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეულობით საჯარო მოხელეს, რომლებსაც დღეს მადლობას ვუხდი, მოგვიწია, გვემტკიცებინა სიმართლე. მარტივი სიმართლე, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და არა თავდამსხმელები. მაშინ ისინი რეზოლუციას უჭერდნენ მხარს საკუთარი ჯარის წინააღმდეგ. ამ ხუთმა ადამიანმა, რომლებიც „ნაციონალების“ ლიდერები იყვნენ, უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ ჩაიდინეს საკუთარი ჯარის, სამშობლოს წინაშე ამგვარი დანაშაული, როდესაც ჩვენი ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, რატომ არ აწარმოებდნენ კვალიფიციურად დავას სტრასბურგსა და ჰააგაში, სადაც ერთგანაც გავიმარჯვეთ ჩვენ და მეორეგანაც ჩვენი ყოველდღიური შრომის შედეგად“, – განაცხადა წულუკიანმა. [პირველი არხი]
მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რატომ არ აგროვებდნენ მტკიცებულებებს, რატომ გაიტანეს ქვეყნიდან გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი, რატომ დაადანაშაულეს საკუთარი ჯარი. 
მისი თქმით, დღეს სიმართლე დამტკიცებულია და, რომ "სანატრელი იყო „ნაცების“ დროს, რომ ვინმეს გამოეყენებინა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოა, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ". 
კულტურის მინისტრის თქმითვე, ჰააგაში სასამართლო პროცესები წინ არის და ამ თემაზე სიფრთხილით უნდა ვისაუბროთ: 
"გილოცავთ, თუმცა სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოკრძალებითა და სიდინჯით განვაგრძოთ ამ თემებზე საუბარი, ვინაიდან ჰააგაში გამოძიება კი დასრულდა, მაგრამ სასამართლო პროცესები წინ არის" ამბობს წულუკიანი.
შეგახსენებთ, ჰააგაში 2008 წლის აგვისტოს ომზე, საქართველოს ნაწილში გამოძიება დასრულდა. დადასტურდა, რომ არავის ქართული მხრიდან - არც ჯარისკაცებს და არც მაღალჩინოსნებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA