18/12/22825 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - ვიქნებით ყველგან, სადაც რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური „ბანდა“ იქნება - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს სახალხო მღელვარებაში

ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარებში არის "გაჩხერილი" ბიძინა ივანიშვილი - უნდა გავაპანღუროთ რუსი ოლიგარქი, რომ ცივილიზებული სამყაროს წევრები გავხდეთ, მათ შორის გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს მეორე ქვეყანა, ვისაც უხარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა, გარდა პუტინის რუსეთისა.
„ჰააგის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ცხადია, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, გარდა ბიძინა ივანიშვილისა და პუტინისა. საზოგადოებამ ნახა, რომ 2020 წელს პრეზიდენტი სააკაშვილი ჰააგაში ჩავიდა, ჩაიყვანა იურისტების ჯგუფი და 2020 წელსაც იცავდა რიგითებს, ოფიცრებს, ქართულ არმიას, ბოლომდე ამტკიცებდა, რომ თუ ვინმე არის ტერორისტი და ოკუპანტი, ეს არის პუტინი, რაც ახლა უკვე ჰააგამაც დაადასტურა. მინდა მივულოცო პრეზიდენტ სააკაშვილს. ივანიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ის ისტორიას ვერ გადაწერს. პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობის უფლებას ქართველი ხალხი არ მისცემს. მე ვიქნები ყველგან, სადაც რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ იქნება აქცია, იქნება ბრძოლა. ქართველმა ხალხმა მარტივი ჭეშმარიტება უნდა გაიგოს: ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარებში არის "გაჩხერილი" ბიძინა ივანიშვილი. ამ კარებიდან უნდა გავაპანღუროთ რუსი ოლიგარქი იმისთვის, რომ ცივილიზებული სამყაროს წევრები გავხდეთ, მათ შორის გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე. მსოფლიოში არ არსებობს მეორე ქვეყანა, ვისაც უხარია სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა, გარდა პუტინის რუსეთისა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, 22 დეკემბრის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე იქნება რეალობა, თუ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში დარჩება.
„ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური ბანდა იქნება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ხალხის მობილიზებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ვპირდები რუს ოლიგარქს და მის კრიმინალურ რეჟიმს, ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს სახალხო მღელვარებაში და საბოლოოდ, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს რუს ოლიგარქზე ევროპული მომავლისთვის. პრეზიდენტის მკვლელებს ცივილიზებულ სამყაროში არ ელოდებიან“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY