16/12/22772 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წარუდგენიათ - ჰააგამ ომის დანაშაულების გამოძიება დაასრულა

ჰააგამ ომის დანაშაულების გამოძიება დაასრულა და მას არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წარუდგენიამ, განსხვავებით რუსებისა და ოსაებისგან.
"ვიღას რაღაში აინტერესებს, მაგრამ ჰააგამ დაამთავრა ომის დანაშაულების გამოძიება. არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წაუდგენიათ, რუსებს და ოსებს - კი. წესით დიდი გამარჯვება უნდა იყოს, ჩვენს მთავარსარდალს თავად რომ არ ვკლავდეთ ციხეში ვ. ვ. პუტინის დავალებით." - წერს ფეისბუქზე შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი.
ამ სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხულიძეც ეხმაურება.
ეროვნული ზეიმის ნაცვლად,რუსებთან მებრძოლი მთავარსარდალი ციხეში გვიკვდება.ეს ის რეჟიმია,ქართველ მეომრებს სამხედრო ტრიბუნალით რომ ემუქრებოდა.
დიდება ცოცხალ გმირებს და საუკუნო ხსენება თავდადებულ მეომრებს.

დღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა, ისე, რომ არც ერთი ქართველი სამხედროს პასუხისმგებლობა არ გამოკვეთილა. დიდი ამბავია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული შეიარაღებული ძალები და ტრაგედია ხელისუფლებისთვის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მათ დასასჯელად. არ გაუმართლათ. ქალბატონი პრეზიდენტისთვის ისედაც პოეზიის დროა. ასი ცხოვრება რომ მქონდეს, სამხედროების დევნას მაინც არასდროს ვაპატიებდი", - წერს ხერხეულიძე.
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა, – ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის, მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერები გასცა და მიმდინარე წლის ზაფხულში, საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA