15/12/22770 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აფეთქება ახალქალაქში - არსებული ინფორმაციით, ქალს საჩუქრის ყუთით ასაფეთქებელი გაუგზავნეს

ახალქალაქში ე.წ სამხედრო დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 
გამოცემის ცნობით, კორპუსში მცხოვრებ ერთ-ერთ პირს, ინგა მაისურაძეს საჩუქარი გაუგზავნეს, რომელშიც როგორც მისი მეზობლები და ახლობლები აცხადებენ, ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.
სურიკ ღაზარიანი, რომელიც ინგა მაისურაძის სახლში მომხდარ აფეთქებას შეესწრო, ამბობს:
„სახლში ვიყავი, მე მეოთხეზე ვცხოვრობ, ეს გოგო მესამეზე. მეორე სართულზე მქონდა საქმე, სახლიდან რომ გამოვედი მაშინ აფეთქდა. უცბად ცეცხლი გაჩნდა, ამ დროს კარი გაიღო და ეს გოგო გამოვარდა ყვირილით. არ ვიცოდი რა მოხდა. მეზობლები გარეთ გამოვრბოდით, გაზი გვეგონა, მაგრამ ინგამ გვითხრა რომ გაზი არ არის,  ეს ერთი აფეთქება იყო და მეტი არ იქნებაო. არ ვიცი რა იყო მაგრამ, რაღაც ძლიერი აფეთქდა,  მე მის ზემოთ ვცხოვრობ და ჩემი სახლიც დაზიანდა“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“,- ამბობს სურიკ ღაზარიანი.
ინგა მაისურაძის ოჯახის ახლობელი და მეზობელი მალხაზ მაისურაძე ყვება, რომ აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მეზობელმა ინგას სახლის კართან, სასაჩუქრე ყუთი შენიშნა, რომელიც მოგვიანებით მაისურაძემ სახლში შეიტანა.
„ინგა ჩემთან შეიყვანეს სახლში, შეშინებული იყო დაზიანებები არ ჰქონდა. მეზობელს დაუნახავს, რომ კარებთან იდო საჩუქრის ყუთი, შამპანურები და ტორტი ყოფილა. ინგამ როგორც პოლიციელებს მოუყვა, ყუთი რომ გაუხსნია იქ ყოფილა კიდევ რაღაც  შეხვეული. არ ვიცი რა იფიქრა, ვიღაცისთვის დაურეკავს შიგნით კიდევ მწვანე რაღაც დევსო. ეს ოთხში დასარეკად გასულა, ამ დროს სამზარეულოში აფეთქებულა“,- თქვა მალხაზ მაისურაძემ.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს, მათივე ინფორმაციით,  დაკავებულია ერთი პირი. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York