15/12/22834 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს - ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, როგორც არ უნდა შეფუთო

ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ჩალას კი არანაირი გადაფარვა არ სჭირდება - ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, როგორც არ უნდა შეფუთო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის კადრები ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გადასაფარად ხომ არ გასაჯაროვდა.
მისი თქმით, კადრების გასაჯაროება არის „პასუხი „ფეიკ“ კამპანიაზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილი 400 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდება“.
რაც შეეხება თავად რეზოლუციას, კობახიძის შეფასებით, ის, რომ რეზოლუციის შესწორებულ ვარიანტს მხარი თავად დოკუმენტის ინიციატორმაც არ დაუჭირა, ანომალიაა და აჩვენებს, რომ ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა.
„სრული ანომალიაა, ასე არასდროს ხდება, რაც აჩვენებს პარადოქსულ ვითარებას, რომელიც ამ დოკუმენტის გარშემოა შექმნილი. როდესაც მომხსენებელი თვითონ არ ეთანხმება ცვლილებით წარმოდგენილ საკუთარ მოხსენებას, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა. ცოტა ხნის წინ გასკდა სკანდალი, რომელიც კორუფციას უკავშირდებოდა და ეს დოკუმენტიც კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა, დაკავშირებულია კორუფციულ პრობლემებთან და ოლიგარქიულ გავლენებთან, რომელიც აშკარად შეინიშნება ევროპარლამენტში. ეს არის სერიოზული პრობლემა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ სერიოზულად შეხედოს პრობლემას, რომელიც ამ ინსტიტუტში იკვეთება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რომელ ევროპარლამენტარებს გულისხმობს, როდესაც კორუფციაზე საუბრობს, კობახიძე ამბობს, რომ დეტალები იციან, თუმცა საკითხს არ გაშლის.
„პროცესები, რაც წარიმართება დაახლოებით, 10 დეპუტატის ლიდერობით ევროპარლამენტში, არის კორუფციის გამოვლინება. კორუფციას შეიძლება სხვადასხვა სახე ჰქონდეს - ვიღაც ამას შეიძლება ფულის გამო აკეთებდეს, ვიღაც არაფორმალური გავლენების გამო. დეტალებში ვიცით რაღაცები, რატომ და ვისი კარნახით მოქმედებენ, თუმცა ამ დეტალებს არ გავშლი“, - განაცხადა კობახიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ