15/12/22432 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც, სამწუხაროდ, მისი ეს მდგომარეობა საქართველოს მოსახლეობაზე აისახა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა 2004-2012 წლებშიც მძიმე იყო.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბევრი უბედურება მოუტანა საკუთარ ხალხს და ქვეყანას.
„მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც. სამწუხაროდ, მისი ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა საქართველოს მოსახლეობაზე აისახა. არ შეიძლება ადამიანს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდეს და ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხეებში თუ მის გარეთ. არ შეიძლება 2008 წელს რაც გააკეთა, იმას აკეთებდეს და ა.შ. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის „დამსახურება“ იყო ის უბედური შედეგები, რაც მან საკუთარ ქვეყანას და ხალხს 2004-2012 წლებში მოუტანა“, - განაცხადა კობახიძემ. მისი შეფასებით, კადრების გასაჯაროებით კანონი არ დარღვეულა.
„თქვენ გინდათ საზოგადოებას შეაცოდოთ ეს პატიმარი, როგორც ე.წ. მესამე პრეზიდენტი. ეს პოლიტიკური დისკუსია აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ გვიწევს ჩვენ მისი პოლიტიკური წარსულის შეხსენება იმის საჩვენებლად, რომ არავითარი განსაკუთრებული პრივილეგიებით ეს პატიმარი არ შეიძლება სარგებლობდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მილიონი განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ ყალბი კამპანია მაინც გრძელდებოდა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ 400 დღეა ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება“.
„ჯერ იყო „ფეიკ“ კამპანია წამებასთან დაკავშირებით, ამის გამო მოუწია მაშინ იუსტიციის სამინისტროს კადრების გამოქვეყნება. მაშინაც იყო არაერთგვაროვანი გამოხმაურებები, მაგრამ გახსოვთ, მაშინ იყო ცალმხრივი „ფეიკ“ კამპანია და კადრებმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რაც ე.წ. წამებას უკავშირდებოდა. მეორე იყო „ფეიკ“ კამპანია შიმშილობასთან დაკავშირებით. მაშინაც ცალმხრივი კამპანია იყო „ფეიკზე“ აგებული. მაშინაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გამოქვეყნება, სადაც ჩანდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილი არ შიმშილობდა. მერე წამოვიდა კიდევ მესამე „ფეიკ“ კამპანია, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ნელ სიკვდილს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე აანონსებს. ამასაც სჭირდებოდა პასუხი და იუსტიციის სამინისტროს პასუხის გაცემა მოუწია. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად ყველაფერი სათანადოდ წელში გამართულია. რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, მასზე საუბარს დღესაც არ ვაპირებ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინ იყო არა პატიმარი, არამედ ხელისუფალი სააკაშვილი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც რუსეთის მესამე პრეზიდენტს ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20%, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიწირა მარტო ციხეებში და ბევრად მეტი ციხეებს გარეთ. ატერორებდა ბიზნესებს, აყაჩაღებდა ადამიანებს. ეს არის საერთო სურათი. დანარჩენი არის უწყებების, სამართლებრივი პრინციპების, ადამიანის უფლებების საქმე, რაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ სათანადოდ არის დაცული“,- განაცხადა კობახიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA