15/12/22422 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ბრეგაძის წინააღმდეგ მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმის აღძრას - ხაჭაპურიძე

ამ წუთებში კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მივიდა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.
"რა თქმა უნდა, კანონი იქნა პერსონალურ მონაცემთა შესახებ დარღვეული ერთი მხრივ იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან და მეორეს მხრივ პენიტენციური სამსახურის მხრიდან, როდესაც მოიტყუა მოიტყუა პროცესზე მათმა წარმომადგენელმა, თითქოს, რომ რაღაც ორგანიზება გაუკეთეს მის ვიდეო ჩართვას, როგორც ჩანს, გამიზნული იყო, რომ პროცესი რამენაირად ჩაშლილიყო და საღამოს ეს კადრები გავრცელებულიყო. მოუწევთ სააკაშვილის მაინც ჩართვა და რაღაცნაირად უნდა შეანელონ ეფექტი, რასაც საზოგადოება დაინახავს",- თქვა ხაჭაპურიძემ . შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა ტყუილი თქვა და სასამართლო შეცდომაში შეიყვანა, რადგან მათ მიხეილ სააკაშვილის ჩართვის მცდელობაც არ ჰქონიათ. 
"კადრები დასტურია იმისა რასაც თვეებია ვიძახით, აქ არის აღწერილი 4 ოქტომბრის ეპიზოდი, როდესაც მოსამართლე და პროკურორები შედიოდნენ სააკაშვილთან, შეიქნა ცუდად, ჰქონდა შეტევა და გონების კარგვის ეპიზოდი. მეორე - როდესაც ბატონი ლახანი ადიოდა თმის ნიმუშის ასაღებად და ეს 4 ოქტომბრის ეპიზოდი იყო და დანარჩენი როგორ გადაადგილდება სააკაშვილი და რით თავად აჩვენეს. მე გეტყვით სააკაშვილი ვისაც არ უყვარდა. გუშინ იმდენმა ადამიანმა მომწერა, მის მიმართ თანაგრძნობა გამოიწვიეს. კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ეს კადრები არის იმის დამადასტურებელი რაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, გონებას კარგავს, ძირს ეცემა და ა.შ. მე სულ ვამბობ, რომ იუსტიციის მინისტრის აზრებს ახსნა მოვუძებნო. მათ მიზანი ჰქონდათ, რომ საზოგადოებისთვის ჩვენების წინ ეჩვენებინათ, რომ ეჩვენებინათ, რომ სააკაშვილი ვითომ სიმულანტობს, მაგრამ სად არის იქ სიმულანტობა? კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში. იუსტიციის მინისტრი, რომ კანონს ასე არღვევს და მუშაობს ამ მეთოდით, თუ ამას მუშაობა ჰქვია. პირდაპირ ეთერში ჩაიდინა დანაშაული, თან იჯდა, თან კადრებს განიხილავდა კარგი ბუნების კადრებივით. სააკაშვილს ვნახავ, გადავაგზავნი მოთხოვნებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით: პენიტენციურ სამსახურზე, და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ",- აღნიშნა ადვოკატმა. 
ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA