15/12/22655 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ტანჯვა, რომელიც მამაჩემმა განიცადა, რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საკმაოდ უხარია" | ედუარდ სააკაშვილი

"ის უკიდურესი ტანჯვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის განმავლობაში განიცადა, რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საკმაოდ უხარია" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილმა ინტერვიუში მესამე პრეზიდენტის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად ყოველთვის დასავლეთისკენ ჰქონდა ორიენტაცია, ამიტომ ახლა, რუსეთი მისი პატიმრობითა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გარკვეულ სიამოვნებას იღებს.
"საქართველოს ისტორიაში პირველად, 2012 წელს მამაჩემმა ხელისუფლება არჩევნების გზით გადააბარა. მალევე მან ქვეყანა დატოვა, რადგან იცოდა, რომ ახალი ხელისუფლება დაიწყებდა მის დევნას და ჩასვამდა ციხეში. მათ არა ერთი საქმე აღძრეს, რომელსაც "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას" უწოდებდნენ. ეს არ არის საერთაშორისოდ აღიარებული, მამაჩემი მუშაობდა ევროპასა, აშშ-ში და ექსტრადიციას პრობლემა და საფრთხე არასდროს ყოფილა. მხოლოდ იმიტომ რომ ის უკან დაბრუნდა მათ შეძლეს დაეკავებინათ იმ ბრალდებებით, რომლებიც არსად აღიარებული არაა საქართველოს გარდა. ის ახლა უკრაინის მოქალაქეა, დაკავებამდე პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლად მუშაობდა.
პოლიტიკურად მას ყოველთვის ჰქონდა გარკვეული ორიენტაცია დასავლეთისკენ, რუსეთის წინააღმდეგ. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ის უკიდურესი ტანჯვა, რომელიც მან გასული წლის განმავლობაში განიცადა, რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საკმაოდ უხარია. მე არ მინდა ვთქვა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ციხეში ჩაესვა. ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, მაგრამ თუ ნახავთ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას, რომელიც მამაჩემის მდგომარეობას აშუქებს, ფაქტია, რომ იქ ეს უხარიათ. [მისი ამჟამინდელი მდგომარეობით და იმით, რომ ის ციხეშია] ისინი სიამოვნებას იღებენ. 2008 წლის ომის დროს, როცა მამაჩემი პრეზიდენტი იყო, საქართველო იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, შეიძლება მათ იფიქრეს, რომ ის ამისთვის ბოლომდე არ დასჯილა და ახლა ამის მისაღწევად არსებობს გზა", - თქვა ედუარდ სააკაშვილმა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY