14/12/22735 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"დაიწყო ინსცენირებები და სიმულაციები" - ბრეგაძე ხსნის, რატომ გამოაქვეყნეს მიხეილ სააკაშვილის კადრები

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების მიზანი "საზოგადოების სწორად ინფორმირებაა".
ამის შესახებ ბრეგაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ "რადიკალური ძალები" სახელმწიფოს იმიჯს ლახავენ და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს სახელმწიფო ადამიანს აწამებს. მისი განმარტებით, კადრები პენიტენციურმა სამსახურმა სწორედ ამ განცხადებების დასაპირისპირებლად გაასაჯაროვა.
"როცა რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, სახელმწიფოსგან მტრის ხატის ჩამოყალიბებას და იმგვარი აღქმის დამკვიდრებას თითქოს სახელმწიფო არის მწამებელი, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ სახელმწიფოში არავის აწამებენ  და პირიქით მაქსიმალურად ცდილობს სახელმწიფო, რომ ადამიანის უფლებები იყოს ზედმიწევნით დაცული, სწორედ ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება გასაჯაროებულიყო ეს კადრები, სადაც ნაჩვენებია აგვისტოდან დაწყებული დღევანდელ დღემდე ამ ადამიანის მდგომარეობა", - თქვა რატი ბრეგაძემ.
ერთ-ერთ კადრში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად არის და საწოლიდან ვარდება, ბრეგაძე ამას სიმულაციასა და მართლმსაჯულებისთვის  ხელის შეშლას უწოდებს. კადრები 4 ოქტომბრით თარიღდება. ბრეგაძის განმარტებით, ამ დღეს სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართებოდა, რომლის ჩატარებაც, ბრეგაძის სიტყვებით, მესამე პრეზიდენტის ინტერესებში არ შედიოდა.
"აქ ნაჩვენებია ასევე მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეშლა. როგორც იცით, ამ ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს პროცესი საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით და მაშინ, როცა სასამართლო პროცესი უნდა ჩატარებულიყო და მანამდე ეს ადამიანი თავს გრძნობდა კარგად და როცა ნახეს, რომ ეს პროცესი არ შედიოდა მათ ინტერესებში დაიწყო გარკვეული ინსცენირებები და სიმულაციები იმ მიზნით, რომ ეს პროცესი რაიმე ფორმით არ ჩატარებულიყო. ეს არ იყო მართლმსაჯულებისთვის ხელშეშლა და ჩვენ ვუშლით მართლმსაჯულებას ხელს?!", - თქვა ბრეგაძემ.
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA