14/12/22486 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კანონიერად იხდის, წერტილი

ევროპარლამენტში დებატებზე სააკაშვილის განაჩენის კანონიერება კითხვის ქვეშ არავის დაუყენებია, არავის სიტყვა „პოლიტპატიმარი“, „უკანონო განაჩენი“ არ უხსენებია. ამით წერტილი დაესვა ევროპულ პარლამენტში საკითხს, იხდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი თავის სასჯელს კანონიერად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში გამართულ დებატებს და მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებებს, პაპუაშვილის განმარტებით, საქართველო სამართლებრივი და ჰუმანური სახელმწიფოა, რომელიც ზრუნავს პატიმრებზე.
„ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ანგარიშში შესწორებები და ანგარიში. ჩვენ ყველამ ერთად მივადევნეთ თვალყური, რა მოხდა. სვენ მიქსერს ჰქონდა ანგარიში წარმოდგენილი, როგორც მომხსენებელს და ყველამ ვნახეთ, როგორ დაესხნენ თავს ამ ანგარიშს და დაჩეხეს იმ შესწორებებით, რომელიც სწორედ იმ ჯგუფიდან მოდის, რომელიც სააკაშვილის მეგობრების ჯგუფია. ყველამ ვიხილეთ, როგორ მოხდა შესწორებების შეტანა და დღეს იქნება კენჭისყრა.
რაც შეეხება გუშინდელ დებატებს, ერთი რამ ყველას მოგვხვდა თვალში და ყურში, დებატების განმავლობაში არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის კანონიერი, არავინ საერთოდ და ეს არის მთავარი მიღწევა იმ დისკუსიისა, რომელიც მიმდინარეობს ამ საკითხზე. გუშინ არავის სიტყვა „პოლიტპატიმარი“, „უკანონო განაჩენი“, გათავისუფლება იმის გამო, რომ უკანონოდ არის დაჭერილი, არ უხსენებია, ამით წერტილი დაესვა მათ შორის ევროპულ პარლამენტში საკითხს, იხდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი თავის სასჯელს კანონიერად, წერტილი. ეს არის კანონიერი განაჩენი, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, ეს აღიარებულია, ეს არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, მათ შორის, ჰუმანური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრებზე, ვინაიდან სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფებიან, რადგან არიან პენიტენციურ სისტემაში და შეზღუდული აქვთ თავისუფლება, ამიტომ სახელმწიფო ზრუნავს მიხეილ სააკაშვილზე და ყველაფერს აკეთებს მისთვის.
როგორც გუშინ ყველას მოუწია აღიარება, რომ სააკაშვილის სასჯელი არის კანონიერი და ვეღარავინ ახსენა „პოლიტპატიმარი“, „უკანონი განაჩენი“, როგორც ეს სიმართლე დამტკიცდა გუშინ, ასე დამტკიცდება სხვაც,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA