10/11/22613 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რუსეთის მიერ, უკრაინელების იძულებითი გადასახლება უნდა იქნას გამოძიებული, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული - Amnesty International

რუსული ძალები აწამებდნენ და ასახლებდნენ უკრაინიდან  სამოქალაქო პირებს; რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების იძულებით დეპორტაცია მოახდინა, რაც ომის დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულს წარმოადგენს - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მოხსენებაში, რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო გადაყვანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან რუსეთში და ძალადობის ფაქტები „ფილტრაციის“ დროს, დეტალურადაა აღწერილი.
„ოჯახებიდან ბავშვების და ხალხის ასობით კილომეტრით დაშორება იძულებით, საკუთარი სახლებიდან, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა მძიმე ტანჯვა მიაყენა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას“, - ამბობს აგნეს კალამარი, Amnesty International-ის გენერალური მდივანი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებიდან, რაც თავად საერთაშორისო დანაშაულია, რუსული ძალები განურჩევლად თავს ესხმიან და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებენ უამრავ სიცოცხლეს და ოჯახებს. 
„რუსეთის მიერ, იძულებითი დეპორტაცია და გადასახლება ომის დანაშაულია. Amnesty International მიიჩნევს, რომ ეს უნდა იქნას გამოძიებული, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ"- წერია ანგარიშში.
Amnesty International-მა ანგარიშში მოიყვანა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ჯგუფების წევრები - მათ შორის ბავშვები, მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - იძულებით გადაიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა რაიონებში ან  რუსეთში. 
ფილტრაციის დროს დაკავებულმა ადამიანებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ განიცდიდნენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის ცემას, ელექტროშოკით წამებას და სიკვდილით დასჯის მუქარას. ზოგ მათგანს არ აძლევდნენ საკვებსა და წყალს.
Amnesty International-მა გამოკითხა 88 ადამიანი უკრაინიდან. მათ შორის უმრავლესობა მარიუპოლიდან. გამოიკითხნენ ასევე ხარკოვის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მშვიდობიანი მოქალაქეები. 
Amnesty International მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DNR) ანექსია დონეცკის რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში, უკანონოა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY