15/10/22906 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

საქართველოში დემოკრატია საგრძნობლად დაეცა, მთავრობას რუსეთთან კავშირში მყოფი მილიარდერი აკონტროლებს - FP

"დათბობა რუსეთის პერიფერიაზე უკვე დაწყებულია" - ამ სახელწოდებით სტატიას  ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს. ავტორი დანიელ ბერი, რომელიც 2013-17 წლებში ეუთოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე გამოჩნდა რუსეთის სტრატეგიული მარცხი და უახლოეს მომავალში ამ ქვეყნის სამეზობლოში დიდი ცვლილებები მოხდება.
ამ კონტექსტში სტატიის ავტორი საქართველოზეც საუბრობს და 2003 წლის ვარდების რევოლუციას იხსენებს. დანიელ ბერი წერს, რომ ამ მოვლენის შემდეგ ეს ქვეყანა დასავლეთის თვალში კავკასიაში დემოკრატიული პროგრესის სიმბოლოდ იქცა და ახლა, როდესაც რუსეთის გავლენა სუსტდება, ჩნდება შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული რეფორმები კიდევ უფრო დაჩქარდეს.
მიუხედავად ამისა, ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მმართველობისა და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენის პირობებში საქართველოში დემოკრატიის დონე საგრძნობლად დაეცა, რის გამოც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. 
"2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ და განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დასავლეთს საქართველოს მიმართ იმედები და სიმპათია ჰქონდა. ისინი შავ ზღვაზე მდებარე პატარა ქვეყანას კავკასიაში დემოკრატიული პროგრესის პოტენციალისა და რუსეთის ჩახშობის  სიმბოლოდ ხედავდნენ.
[...]
ახლა, როცა მოსკოვი უკრაინაში მისი დამღუპველი ომის ღერძს მოეხვია, საქართველოს შესაძლოა ჰქონდეს შესაძლებლობა წინ წაიწიოს დემოკრატიული რეფორმებითა და დასავლეთისკენ შემდგომი ორიენტირებით. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქვეყნის დემოკრატია საგრძნობლად დაეცა. მთავრობას ძირითადად აკონტროლებს მილიარდერი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი კავშირები რუსეთთან და ზომიერი ხედვა მოსკოვისკენ...  ქვეყანა ვირუსულმა პოლარიზაციამ მოიცვა, კორუფცია იზრდება და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სივრცე მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, საქართველოს მთავრობა თავს დაესხა აშშ-ის ელჩს. წარსულის მიუხედავად, საქართველო არ იყო სიაში, მაშინ, როცა ივნისში, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები გახდნენ.
მაშინ, როცა უკრაინაში სტრატეგიული მარცხით გამოწვეული რუსეთის ძალაუფლების რეცესია საქართველოს დასავლეთთან კავშირის გასაღრმავებლად სივრცეს უქმნის, საქართველოს ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა მას იმაზე მეტად პოლიტიკურ კუნძულად აქცევს, ვიდრე ეს საჭიროა", - წერია სტატიაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA