09/09/22958 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის ძალებს წარმატება აქვთ ხერსონთან და ხარკოვთან

უკრაინის ძალები წარმატების ნიშნებს ავლენენ ბრძოლის ველზე, ორ კონტრშეტევაში - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა და დასძინა, რომ აშშ კიევს უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების მოგერიებაში დაეხმარება "მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება".
ლოიდ ოსტინი ამ განცხადებებით გამოვიდა 9 სექტემბერს, პრაღაში - იმ ფონზე, როცა მატულობს მტკიცებულება, რომ უკრაინის ძალებმა წინ წაიწიეს სამხრეთის ხერსონის რეგიონში და ხარკოვიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდებარე ტერიტორიებზე.
ხერსონი ბოლო კვირებში მიმდინარე ბრძოლის ცენტრი იყო, ხარკოვის კონტრშეტევა ბოლო დღეებში, როგორც ჩანს დიდი სისწრაფით განვითარდა.
"ხერსონში წარმატებას ვხედავთ" - უთხრა ოსტინმა ჟურნალისტებს პრაღაში, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრთან, იანა ჩერნოხოვასთან შეხვედრის შემდეგ. "გარკვეულ წარმატებას ვხედავთ ხარკოვში, და ეს ძალიან იმედისმომცემია" - დასძინა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 სექტემბერს, თავის საღამოს მიმართვაში თქვა, რომ უკრაინის სამხედროებმა რუსეთის ძალებისგან "ათობით დასახლება გაათავისუფლეს" და კონტროლი აღადგინეს 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე.
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ქვეყნის ძალებმა ხარკოვიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კილომეტრით წაიწიეს წინ.
რუსეთის ოფიციალურ პირებს არაფერი უთქვამთ ამ ორი ფრონტის, ან უკრაინის წარმატების შესახებ. თუმცა პრორუსულად განწყობილი, სამხედრო თემატიკის ბლოგერები ბოლო დღეებში ორივე ადგილას ინტენსიურ გადაადგილებებს აღწერენ.
9 სექტემბერს ხარკოვის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრატორმა ტელეარხ Rossia-24-ს უთხრა, რომ უკრაინის ძალებმა ამ აღმოსავლეთის რეგიონში "მნიშვნელოვან გამარჯვებას" მიაღწიეს.
"ვითარება ძალიან სერიოზულია" - თქვა ვიტალი განჩევმა და დასძინა: "თავად ის ფაქტი, რომ ჩვენი თავდაცვა დაირღვა, უკვე მნიშვნელოვან გამარჯვებას წარმოადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის".
8 სექტემბერს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინას იარაღით დახმარების სახით გამოეყოფა კიდევ 675 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი - იმ ფონზე, როცა იმავე დღეს გაკეთდა დაპირება ორი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებაზე, საიმისოდ, რომ თავდაცვა მთელი ევროპის მასშტაბით გაძლიერდეს. ამით 15.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა სამხედრო დახმარებამ, რომელიც აშშ-ა კიევს გამოუყო მას მერე, რაც უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთი შეიჭრა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA