06/09/221 057 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

"მეგონა, ჩემი კაპიტალისა და ოჯახის დასაცავად იმუშავებდნენ" - ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან გრძელდება

შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დავაზე სინგაპურში სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება. 5 სექტემბრის პროცესზე სააგენტო Reuters-ი წერს. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს $1,27 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის ზარალში ადანაშაულებს, ვინაიდან, მისი პოზიციით, ბანკმა ზარალის თავიდან ასაცილებლად "არ გადადგა ნაბიჯები".
გამოცემა წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურის კომერციული დავების საერთაშორისო სასამართლოს საქართველოდან, ვიდეოზარით მისცა ჩვენება.
"მეგონა მივედი ექსპერტებთან, რომლებიც იმუშავებდნენ ჩემი კაპიტალისა და ჩემი ოჯახის დასაცავად", - თარჯიმნის მეშვეობით განაცხადა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკზე.
პროცესის გახსნისას მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბანკმა ივანიშვილის დანაკარგი $818 მილიონად შეაფასა, რაც მათი დათვლით, გაცილებით მეტია და $1,27 მილიარდს შეადგენს.
ასევე, გამოცემის ცნობით, Credit Suisse Trust-მა აღიარა, რომ მათი მოვალეობა იყო, დაეცვა აქტივები, თუ მათ ეცოდინებოდათ, რომ ეს აქტივები სათანადოდ სწორად არ იმართებოდა. ბანკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ იმ დროისათვის, მათ ამაზე ინფორმაცია არ გააჩნდათ. ბანკმა სარჩელს უსაფუძვლო უწოდა და სასამართლოს მოუწოდა, არ დააკმაყოფილოს ის.
ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები დაადასტურებს, რომ მოსარჩელეებს მოთხოვნა უნდა დაუკმაყოფილდეთ.
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილმა ფინანსური ზარალი მიიღო.
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY