11/08/221 339 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო:

პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ ეს არ შეუძლიათ, უკრაინაზე განცხადებები შეამცირონ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ მათი განცხადებები უკრაინის შესახებ მათივე რეპუტაციისთვისაა საზიანო.
"პირადად მე, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის და დავით არახამიას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. ამ ერს კარგად ესმის უკრაინაში მიმდინარე ომის არსი. ეს ხალხი თავისუფლების და დემოკრატიის ღირებულებებს იზიარებს და რუსული მოძველებული ტექნოლოგიების კატეგორიული წინააღმდეგია.
ყველამ იცის, რაც უკრაინაში ხდება. მაშინ, როცა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენს გაკიცხვას და ვერავინ იტყვის, რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ - ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება. სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. სასურველი იქნება, რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუტაციასა და მომავალზე დაფიქრდნენ და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყულები“, - თქვა პოდოლიაკმა. მან ასევე უპასუხა მთავარი არხის კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და თქვა, რომ სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა და ქვეყანას, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, ასეთი პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს.
"თუ არ გინდათ ის უკრაინას გადმოსცეთ, მაშინ გადაეცით მესამე ქვეყანას, მაგალითად ნიდერლანდებს" - ასე უპასუხა პოდოლიაკმა კითხვას მიხეილ სააკაშვილის შესახებ. მან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილსა და დეოლიგარქიზაციის პროცესზეც და თქვა, რომ საჭიროდ მიიჩნევს ივანიშვილის სანქცირებას, საქართველომ კი უნდა შეძლოს ოლიგარქებისგან გათავისუფლება. მისი ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილი შორს არ არის ინდივიდუალური სანქციების დაწესებისგან.
„ადამიანს შეუძლია ფული გამოიმუშაოს, თუმცა როდესაც ხვდები, რომ შესაძლებელია შენი ფულით ადამიანების მკვლელობას აფინანსებენ, ამის გამო შენც მოგიწევს გარკვეული საფასურის გადახდა. რა თქმა უნდა როგორც საქართველოში ისე უკრაინაში იყო გამდიდრებული ადამიანების ტალღა. მათ ოლიგარქებს ვუწოდებთ. ბევრი ფული აქვთ. ყიდულობენ პარტიებს, პარლამენტში მანდატებს ითვისებენ და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა აქვთ. უკრაინამ ეს გაითავისა და ამის წინააღმდეგ გამოვიდა. ვცდილობთ, ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. საქართველოც ამ გზით უნდა წავიდეს. უნდა იყვნენ დიდი ბიზნესმენები, თუმცა მათ პოლიტიკაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ამას ვერ ვხედავთ. დეოლიგარქიზაცია ეფექტური გზაა და დარწმუნებული ვარ ქვეყანას ამ გზას გაივლის. სანქციების გამო რუსეთში ბევრი ადამიანი დიდ საფასურს იხდის. აქედან გამომდინარე სასურველი იქნება რომ ქართველმა ოლიგარქებმაც, რომლებიც რუსეთის მხარეს დგანან, შესაბამისი საფასური გადაიხადონ“, - ამბობს პოდოლიაკი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მისი საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებების გამო არაერთხელ გამხდარა "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან კრიტიკის სამიზნე. თავის მხრივ, პოდოლიაკი ერთადერთი არ არის უკრაინის ხელისუფლებიდან, ვინც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას არასაკმარისი მხარდაჭერისთვის.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA