10/08/22804 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: imedinews.ge

უსუფაშვილი - კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? - ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? - საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? - ჩადებენ მიწაში, ამერიკა აღარ მოწონთ? - ამერიკამ თურმე კონსპირაცია დაგეგმა ივანიშვილის წინააღმდეგ - ყველას და ყველაფერს გადაუვლიან, რაც მათ ვიწროპოლიტიკურ ინტერესს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "ქართულ ოცნებაზე" საუბრისას განაცხადა.
უსუფაშვილი გამოეხმაურა განცხადებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესი გადაიხედოს და აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები არ უკვირს, რადგან "ქართული ოცნება" მზად არის ყველაფერი "მიწასთან გაასწოროს", რაც მათ ინტერესებს არ შეესაბამება.
"ოცნება" სწორს ლაპარაკობს თუ არასწორს? - არასწორს ლაპარაკობს და კიდევ უფრო არასწორს აკეთებს! როგორც კი მიადგება რაიმე ისეთ საკითხს, რომელიც მათ ძალიან ვიწრო, ავტორიტარულ, პერსონალურ-ეგოისტურ მიზნებს არ შეესაბამება, მზად არიან მიწასთან გაასწორონ ყველაფერი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? - ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? - საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ, ამერიკა აღარ მოწონთ? - ამერიკამ თურმე კონსპირაცია დაგეგმა ივანიშვილის წინააღმდეგ. აი, აქამდე არიან დასული, ყველას და ყველაფერს გადაუვლიან თუკი ის, მათ ვიწროპოლიტიკურ ამ წამიერ ინტერესს ეწინააღმდეგება. ამიტომ არ მიკვირს ამ ტიპის განცხადებები,"- განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისათვის, გუშინ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის 2/3- ით არჩევის წესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ზოგიერთი თავსმოხვეული კანონი მანკიერია“ და შესაძლოა, მის შეცვლაზე იმსჯელონ. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე "ოდესღაც იმსჯელონ", მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA