06/08/221 089 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ევროპარლამენტარები - როცა ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ეს მხოლოდ წარმოადგენს შემდგომ მტკიცებულებას, რომ ის ოლიგარქია

როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებაში ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ეს მხოლოდ წარმოადგენს შემდგომ მტკიცებულებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე აგვისტოს ომის 14 წლისთავის აღსანიშნავად გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ.
მათი თქმით, დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა წარმოადგინოს ყველა აუცილებელი დახმარება და სტიმული მისცეს საქართველოს, ევროკავშირის წევრობისკენ სავალ გზაზე, რათა მან დაძლიოს შიდა პოლიტიკური განხეთქილება, მიაღწიოს დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციას.
„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებებსა და განცხადებებს, რომელიც მჟღავნდება როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, დააზიანოს საქართველოს შესაძლებლობა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში. ერთადერთი გზა, რომ საქართველომ თავი დაიცვას კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა სახის თავდასხმებისგან, არის ყველაფრის გაკეთება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პირობის შესრულება უახლოეს მომავალში, და ეს უნდა დაიწყოს დეპოლარიზაციითა და დასრულდეს დეოლიგარქიზაციით. ოლიგარქების გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიებზე კარგად ცნობილი ფენომენია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებაში ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთი ოლიგარქი არ არის, ეს მხოლოდ წარმოადგენს შემდგომ მტკიცებულებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელსაც აქვს კონკრეტული გავლენა, იმიტომ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები და პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოდიან მის დასაცავად“, -ნათქვამია განცხადებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY