Bellingcat-ისა და The Insider-ის გამომძიებელთა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ დაადგინეს იმ რუსი ოკუპანტის ვინაობა, რომელმაც კასტრირება ჩაუტარა უკრაინელ სამხედროს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედრო ტყვე აწამეს და კასტრირება ჩაუტარეს, ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
Bellingcat-ისა და The Insider-ის გამომძიებელთა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ დაადგინეს იმ რუსი ოკუპანტის ვინაობა, რომელმაც კასტრირება ჩაუტარა უკრაინელ სამხედროს
დამნაშავე ტუვაში მცხოვრები 29 წლის ოჩურ-სუგე მონგუში აღმოჩნდა, რომელიც ახმატის ბატალიონის ბოევიკია. ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ უკრაინელი სამხედროების წამება მოხდა ლუგანსკის ოლქის პრივოლიეს სანატორიუმის ტერიტორიაზე.
დამნაშავე რუსის ამოცნობა, პირველ რიგში, კოვბოის ქუდით და სამაჯურით მოხდა. გარდა ამისა, წამების ვიდეოზე დაფიქსირებულია IKCO Samand-ის ავტომობილი. იგი რუსული პროპაგანდისტული რესურსების მიერ გამოქვეყნებულ მინიმუმ 5 ვიდეოში გამოჩნდა როგორც თვითონ შეიარაღებული პირი, ასევე მანქანა.
გამომძიებლები ამბობენ, რომ მათ მოახერხეს ოჩურ-სუგე მონღუშთან გასაუბრება. ის ცდილობდა უერყო თავისი მონაწილეობა, მაგრამ ჩვენებაში დაიბნა და თავი გასცა. კერძოდ, საუბრისას სამხედრო დამნაშავემ აღიარა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ის მართლაც იყო ოკუპირებული სევეროდონეცკის ერთ-ერთ ვიდეოზე. მან ასევე დაადასტურა, რომ წამების ვიდეო გადაღებულია პრივოლიეს სანატორიუმის ტერიტორიაზე.