ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის „ჰაიმარსის“ გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას კონგრესმენი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
„რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს... მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. „ჰაიმარსი" საქართველოს!“- განაცხადა კინზინგერმა.